"ზესტაფონი" თორნიკე გორგიაშვილს მაინც ვერ ელევა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და თორნიკე გორგიაშვილს შორის დავა გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილებას ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული სპორტული არბიტრაჟი გამოიტანს...

საქმის პერიპეტიებს შეგახსენებთ. წინა საფეხბურთო სეზონში "ზესტაფონს" პრობლემები შეექმნა და ფეხბურთელების ვალი დაუგროვდა. გაურკვევლობა სეზონებს შორის პერიოდშიც გაგრძელდა, სეზონის დაწყებამდე კი ყველაფერი მოგვარდა, ოღონდაც, "ზესტაფონის" 25 წლის ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი კლუბში არ გამოცხადდა და ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტს მიმართა - თავისუფალი აგენტის სტატუსი მომანიჭეთო, რაც კლუბთან ხელშეკრულების გაუქმებასაც გულისხმობდა.

ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტმა განიხილა საქმე და გორგიაშვილის პრეტენზიები არ დააკმაყოფილა. გორგიაშვილმა მიმართა სააპელაციო
კომიტეტს, რომელმაც ფეხბურთელის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ისიც განაცხადა - გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარებაო.

ახლა უკვე "ზესტაფონმა" გამოიდო თავი და სპორტულ არბიტრაჟს მიმართა, რომელმაც საქმე წარმოებაში მიიღო, მიუხედავად სააპელაციო კომიტეტის ზემოთ ხსენებული განცხადებისა.

ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის იურისტს ვკითხეთ და ასეთი განმარტება მივიღეთ - თურმე, ფეხბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით, სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრება სპორტულ არბიტრაჟში შესაძლებელია გამონაკლისების გარდა, მაგალითად, როცა საქმე ეხება თამაშის წესების დარღვევას, ერთიდან ოთხ მატჩამდე დისკვალიფიკაციასა და ტექნიკურ საკითხებს, გორგიაშვილისა და "ზესტაფონის" საქმე კი ამ გამონაკლისებში არ შედის.

ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული სპორტული არბიტრაჟი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის დირექტორი ჯიმშერ ტყებუჩავა გახლავთ. როგორც მან გვითხრა, "ზესტაფონის" საჩივრის განხილვა დაახლოებით ორი კვირაში დაიწყება და არბიტრიც (ანუ მოსამართლე) დაახლოებით იმ დროისთვის დაინიშნება.

ტყებუჩავასვე თქმით, გადაწყვეტილების გამოტანის დროს არბიტრაჟი ფიფას კანონებს გაითვალისწინებს.

"ზესტაფონის" პოზიცია გასაგებია - თუ გორგიაშვილთან დავას წააგებს, შეიქმნება იმის ალბათობაც, რომ კლუბის სხვა ფეხბურთელებმაც მოითხოვონ თავისუფალი აგენტის სტატუსი და გუნდის შემადგენლობა, ფაქტობრივად, განახევდრეს. ესეც რომ არა, გორგიაშვილი სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელია, კლუბი მას წვრთნიდა, ხელფასს უხდიდა და, რა თქმა უნდა, მის გასხვისებაში გარკვეული თანხის მიღებასაც ვარაუდობდა.

მეორე მხრივ, ფეხბურთელის ინტერესებიც გასათვალისიწნებელია...

მოკლედ, ბრძოლა გრძელდება და სიახლეებს კიდევ ორი კვირა უნდა ველოდოთ. მანამდე კი ისიც შევიტყვეთ, რომ "ზესტაფონმა" ფეხბურთის ფედერაციას მიმართა - დავის დასრულებამდე გორგიაშვილს სხვა გუნდში გადასვლის ნებას ნუ დართავთო.

კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ფედერაციას "ზესტაფონის" ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილებია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თავისუფალი თორნიკე გორგიაშვილით გორის "დილა" დაინტერესდა
თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონთან" ბრძოლას აგრძელებს
ვერდიქტი: თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონისგან" თავისუფალი არ არის!
თორნიკე გორგიაშვილს აქვს შანსი, რომ ქართველი ბოსმანი გახდეს
თორნიკე გორგიაშვილი VS "ზესტაფონი" - საქმე უკვე წარმოებაშია
მკითხველის კომენტარები / 4 /
სპორტული არბიტრაჟი არ არსებობს საქართველოში და არც შეიძლება არსებობდეს. როგორც ჩანს განუკითხაობაა ფედერაციაში და ალბათ ამის შესახებ ფიფას და უეფას ეცნობება.
ალეკო1981
21:24 12-09-2013
0
ანუ რა გამოდის, რომ კოკაია ასაჩივრებს მაგრამ აზრი არ აქვს? ვერავინ ურჩევს მერე?!
nika
12:17 10-09-2013
0

სიახლეები პოპულარული