ირაკლი მოდებაძე: "ჩიხურასთან" წაგება სწრაფად უნდა დავივიწყოთ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტურში გორის "დილა" საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

21 სექტემბერს, ქუთაისში გამართულ შეხვედრაში პირობითად მასპინძლები ჯამბულ ჯიღაურმა 19-ე წუთზე დააწინაურა. 46-ე წუთზე გათანაბრება ირაკლი მოდებაძემ შეძლო, თუმცა დიმიტრი ტატანაშვილმა 54-ე წუთზე "ჩიხურა" კვლავ წინ გაიყვანა. მატჩის საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე გიორგი გაბედავამ დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაშის შემდეგ გორელთა ერთადერთი გოლის ავტორმა ირაკლი მოდებაძემ კლუბის ოფიციალურ საიტთან კომენტარი გააკეთა:

"თანაბარი თამაში იყო. ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა და სამწუხაროდ დავუშვით რამოდენიმე
შეცდომა, რამაც განაპირობა ეს მარცხი.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ დღევანდელი თამაში და იმედია, მომავალ მატჩებში გამარჯვებას მოვიპოვებთ და გავახარებთ საკუთარ გულშემატკივარს".

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმაღლესი ლიგის ლიდერობა ჩამოართვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული