ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 1:1 - ენერგიული ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
შეხვედრა, რომელიც დაანონსებულზე 12 წუთით გვიან დაიწყო, საკმაოდ საინტერესო და კარგი სანახავი გამოდგა.

ახალგაზრდა და ენერგიული ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა "ვიტ ჯორჯიამ" ჯერაც შეთამაშების პროცესში მყოფ რატკო დოსტანიჩის "ზესტაფონს" დიდი ბრძოლა გაუმართა და ქულა წაიღო.

მატჩი "ვიტ ჯორჯიას" უპირატესობით დაიწყო. სტუმრები ბევრს მოძრაობდნენ და კომბინაციური თამაშით მასპინძლების დაცვაში ნაპრალებსაც პოულობდნენ.

დებიუტშივე ზედიზედ ორი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა სიჭინავას - ჯერ კორიფაძის კუთხურის შემდეგ თავით გზავნიდა ბურთს კარში და მცველმა ხაზიდან თავითვე მოიგერია, ხოლო მომდევნო შეტევისას საჯარიმოს მისადგომებთან დატრიალდა და კარისკენ მძლავრად დაარტყა. მასპინძლები
ძელმა იხსნა.

Sportall.Geამასობაში მასპინძლებს იძულებითი ცვლილება დასჭირდათ - ბრაზილიელმა რენე ფერეირამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე მალხაზ გაგოშიძე შევიდა.

"ვიტ ჯორჯია" შეტევებს განაგრძობდა და ანგარიშის გახსნასთანაც ახლოს იყო. გოლის გატანა ვიტელთა გამოკვეთილ ფორვარდ ლობჯანიძეს მართებდა, რომელიც ზესტაფონელ მცველთა უხეში შეცდომის გამო მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა... კარში დარტყმა დააყოვნა, კვასხვაძემ კუთხე დაუფარა და საკუთარი გუნდი რეალური საფრთხისგან იხსნა.

გამოუყენებელი მომენტების გამო "ვიტ ჯორჯია" დაისაჯა. ზესტაფონელებმა, რომელთაც მანამდე კარის მიმართულებითაც არ დაერტყათ, პირველივე მომენტი გოლად აქციეს - გურულმა ჯარიმა შეასრულა და ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ლომიამ ბურთი კეფით გადაგზავნა კარში.

დაუშვილი ბურთს კი მისწვდა, მაგრამ ვერ შეიმაგრა და ანგარიში გაიხსნა.

ამის შემდეგ უპირატესობა ზესტაფონელთა მხარეს გადავიდა, მაგრამ, თუ ქობალიას მიერ მახვილი კუთხიდან ძლიერ დარტყმულს (დაუშვილმა მოიგერია) არ ჩავთვლით, მასპინძლებს სხვა რეალური მომენტი არ შეუქმნიათ. სამაგიეროდ, სტუმართა მონდომებამ გამოიღო ნაყოფი - ჯარიმიდან კორიფაძის მიერ ჩაწოდებულ ბურთს კასრაძემ ზუსტი თავური მიაყოლა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. გუნდები მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ და ხისტ ორთაბრძოლებსაც არ ერიდებოდნენ. "ვიტ ჯორჯია" კვლავ "სტანდარტულებით" ცდილობდა ფონს გასვლას. კორიფაძემ ამჯერად, ჩაწოდების ნაცვლად, ჯარიმიდან პირდაპირ კარისკენ გაგზავნა ბურთი, მაგრამ მცირედით ააცილა.

ამის შემდეგ უპირატესობას ზესტაფონელები დაეუფლნენ. მასპინძლები სწრაფი და კომბინაციური შეტევებით ცდილობდნენ ვიტელების გატეხვას, მაგრამ ხშირ შემთხვევებში გადაცემებისას ცდებოდნენ. თუმცა ამ ვითარებაშიც გატანა მართებდა გურულს, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან კუტალიას შესანიშნავი გადაცემა მიიღო, თუმცა თავური ხეირიანად ვერ დაარტყა.

შემდეგ კარგად ჩაერთო თამაშში ქობალიას ნაცვლად გამოსული სამუშია, რომლის მიერ საშუალო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ და ძელმა ერთდროულად მოიგერიეს და "ვიტ ჯორჯია" აშკარა გოლს გადაურჩა.

კარგი იყო შარიქაძის მიერ შესრულებული ჯარიმაც, მაგრამ არანაკლებ კარგად ითამაშა მეკარე დაუშვილმა. ზესტაფონელთათვის გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო ლომიას, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა მცველი ფეხდაფეხ მისდევდა და კარში ხეირიანად ვერ დაარტყა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებს გადამწყვეტი შტურმის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ზურაბ ბერიძის შეგირდებმა თავი კარგად დაიცვეს და ქულა მოიპოვეს.

მატჩის შემდეგ ადგილობრივმა გულშემატკივრებმა, რომლებიც მსაჯების მიმართ მთელი თამაშის განმავლობაში გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, გასახდელისკენ მიმავალ თემიდას ქოქოლა დააყარეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
ი. მოდებაძე (დილა) 6
დ. გოგა (დინამო (თბ) 6

X ტური
26 ოქტომბერი, შაბათი
ჩიხურა-გურია
ზუგდიდი-სპარტაკი
ვიტ ჯორჯია-დილა
მერანი-ზესტაფონი
სიონი-მეტალურგი
დინამო-ტორპედო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული