დუშან უჰრინი: ჩვენი თამაში ვაჩვენეთ, "დინამო" ათი კაცით დომინირებდა

AutoSharing Option
26 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გამართული ქართულ კლასიკოდ წოდებული "დინამო"-"ტორპედოს" მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონის მედია-დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

უმაღლესი ლიგის X ტურის შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა მეორე ტაიმში ლევან ხმალაძისა და გიორგი გველესიანის გოლებით 3 ქულა დინამოელებმა მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ არბიტრმა უკვე მე-3 წუთზე მოედნიდან უსტარიცი გააძევა.

დუშან უჰრინი (დინამო თბილისი):
"ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი გამოდგა. მსაჯმა დაპირისპირების დებიუტში კაცი გაგვიგდო და ათი კაცით გავაგრძელეთ თამაში.

პირველივე წუთებიდან გუნდს ტაქტიკურად გადაწყობა სჭირდებოდა ისეთ სქემაზე, რომ გუნდს ნაყოფიერად შეეტია და
დაცვაშიც რიგიანად ეთამაშა.

მეორე ნახევარი არცთუ ისე ცუდად დავიწყეთ, თუმცა ბოლო ოც წუთში ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენეთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენეთ და საჭირო შეხვედრა მოვიგეთ.

შეხვედრის მიწურულს მოედანზე "დინამო" ათი კაცით დომინირებდა.

კმაყოფილი ვარ ამ მოგებით. დღევანდელი საღამო ჩვენთვის სასიამოვნო შედეგით დასრულდა".


მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჟერარდ სარაგოსა: მინდა "ტორპედოს" გულშემატკივარს მოვუბოდიშო
"ქართული კლასიკოში" თბილისის "დინამომ" გაიმარჯვა
მკითხველის კომენტარები / 1 /
უჰრინი ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული მწვრთნელია და რაც მალე მიხვდება ფიფია ამას, მით უკეთესია.დინამო ყოველთვის იყო და დარჩება ქართული ფეხბურთის ფლაგმანად, მასთან თამაშით სხვა გუნდებმა კლასი უნდა აიმაღლონ. გუშინდელი ტანჯვა-წვალების მერე არა მგონია ტორპედოს ნიჭიერმა ბიჭებმა რამე განსაკუთრებული ისწავლეს.
svansky
12:18 27-10-2013
0

სიახლეები პოპულარული