ზესტაფონი-მეტალურგი 2:1 - მოუგო და გაუსწრო [VIDEO]

AutoSharing Option
გია გეგუჩაძის დაბრუნების შემდეგ "ზესტაფონმა" თამაშის ხარისხი აშკარად გააუმჯობესა. გუნდი უფრო გააზრებულ, კომბინაციურ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს, ფეხბურთელებიც მეტად მოტივირებულნი არიან.

ამან ადგილობრივ გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა, რომ გეგუჩაძის თავკაცობით "ზესტაფონი" კვლავ სერიოზული მიზნებისთვის იბრძოლებს.

სხვათა შორის, ზესტაფონელთა თავკაცი შაბათს პროლიცენზიის გასახანგრძლივებლად უკრაინაში იმყოფებოდა და გუნდს უშუალოდ ვერ ხელმძღვანელობდა, თუმცა ვარჯიშები ჩაატარა და უკრაინაში მხოლოდ თამაშის წინა დღეს გაემგზავრა.

ზესტაფონელებისთვის "მეტალურგთან" მოგებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ყველაფერი სწორედ მათი გეგმის მიხედვით განვითარდა. მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან ხელთ იგდეს თამაშის სადავეები და კოკისპირული წვიმის
მიუხედავად, გულშემატკივრებს საკმაოდ ენერგიული და სანახაობრივი ფეხბურთი შესთავაზეს.

Sportall.Geეტყობოდა, რომ "ზესტაფონს" სწრაფ გოლზე ჰქონდა აქცენტი გაკეთებული და ამასაც წარმატებით გაართვა თავი. მატჩი ახალი გახურებული იყო, როცა აჯურუს გადაცემის შემდეგ შარიქაძემ საჯარიმოს გარედან კარში არცთუ ისე ძლიერად დაარტყა, თუმცა ბედიაშვილმა სველი ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და ანგარიში გაიხსნა - 1:0.

გოლმა მასპინძლებს მეორე სუნთქვა გაუხსნა. გელა სანაიას შეგირდებს ზესტაფონელთა სწრაფი შეტევების შეჩერება ძალიან უჭირდათ. მასპინძელთა გამოკვეთილ ფორვარდ ლომიას ზედიზედ ორი საგოლე შანსი მიეცა, მაგრამ ორჯერვე მეკარემ იმარჯვა.

ჩინებულად ირჯებოდა ჭანტურიშვილი, რომელიც ზესტაფონელთა შეტევების მთავარი სულისჩამდგმელი იყო და თანაგუნდელებს კარგი გადაცემებითაც ამარაგებდა.

ზესტაფონელთა იერიშები გაგრძელდა და ენდელაძის დარტყმა ბედიაშვილმა კუთხურზე მოიგერია, იქიდან გათამაშებულ ბურთს კი ჭანკოტაძე კარის მიმართულებით გზავნიდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

რუსთაველები, რომელთაც თამაში აშკარად არ მისდიოდათ, მხოლოდ ტაიმის ბოლოს გააქტიურდნენ და მანამდე უქმად მყოფ კვასხვაძეს ერთი-ორჯერ მოუწია კიდეც თამაშში ჩართვა, თუმცა სტუმართა მცდელობა რეალურ საგოლე მომენტებამდე არ მისულა.

მეორე ნახევარიც მასპინძლების იერიშებით განახლდა. ანგარიშიც მალევე გაიზარდა - კუთხურის შემდეგ ჭანკოტაძემ ჭანტურიშვილთან გაითამაშა "კედელი" და "მოჭრილი" დარტყმით სტუმრები სახტად დატოვა - 2:0.

"მეტალურგზე" ზეწოლა არ შენელებულა. "ზესტაფონს" მალე მესამე გოლის გატანაც მართებდა. კარგი შანსი ჰქონდა ენდელაძეს, მაგრამ ამ ეპიზოდში სტუმართა მეკარემ საიმედოდ ითამაშა.

ცოტა ხანში ჭანკოტაძე-ლომია-ჭანკოტაძის სამსვლიან კომბინაციას ეს უკანასკნელი აგვირგვინებდა, მაგრამ ბედიაშვილმა ამჯერადაც საიმედოდ ითამაშა.

თანდათან რუსთაველებიც გააქტიურდნენ. კარგად ჩაერთო თამაშში სიხარულიძე, ტრადიციულად ენერგიული იყო კირკიტაძე, რომლის სახიფათო გარღვევები მასპინძლებს სიმშვიდეს ურღვევდა. რუსთაველთა მცდელობამ ნაყოფი გამოიღო - კუთხურის შემდეგ ჩირგაძემ მეკარის ბაქანთან ახლოს მიიღო გადაცემა და კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
რუსთაველებს მატჩის გადარჩენის შანსი მიეცათ და კიდევ უფრო გააქტიურდნენ, მაგრამ გააზრებული შეტევების ორგანიზება უჭირდათ. ზესტაფონელი მცველები კი, რენე ფერეირას მეთაურობით, აუღელვებლად მოქმედებდნენ და სტუმრებს სიტუაციის გამწვავების საშუალებას არ აძლევდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ "მეტალურგი" უტევდა, მასპინძლები კი დროის გაყვანით იყვნენ დაკავებულები, დარჩენილ წუთებში გატანის შანსი მაინც ზესტაფონელებს ჰქონდათ - მცველი სუხიაშვილი მეკარეს უბრუნებდა ბურთს, თუმცა ბედიაშვილს ფეხი აუცდა და კინაღამ მესამედ მოუხდა უსიამოვნო პროცედურის შესრულება.

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 8
ჩისკო (დინამო, თბ) 5
თ. კაპანაძე (ტორპედო) 5
ვ. ისიანი (გურია) 5

XV ტური
4 დეკემბერი, ოთხშაბათი
ზესტაფონი-ჩიხურა
მეტალურგი-დილა
დინამო-გურია
სიონი-ზუგდიდი
მერანი-ვიტ ჯორჯია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბატონო დავით ნამდვილად გაუსწრო?
გოჩა
16:03 02-12-2013
0
ბატონო დავით ნამდვილად გაუსწრო?
gocha
16:02 02-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული