ვინ გაწვრთნის თბილისის "დინამოს"?

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიასთან" მატჩამდე გავრცელებული ხმები, რომ დუშან უჰრინი თბილისის "დინამოს" დატოვებდა და პლზენის "ვიქტორიას" ჩაიბარებდა, 5 დეკემბერს თავად ჩეხმა სპეციალისტმა დაადასტურა.

ახლა საკითხავი ისაა, ვინ ჩაიბარებს თბილისის "დინამოს"? უჰრინის სავარაუდო შემცვლელთა კანდიდატურები უკვე განიხილება.

როგორც ამბობენ, ერთ-ერთი მათგანი ზაქათალის "სიმურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ყოფილა, თუმცა ეს ვარიანტი უკვე გამოირიცხა, რადგან ჩიხრაძეს კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.

კულუარული ინფორმაციით, ყველაზე რეალური კანდიდატი მარტვილის "მერანის" ყოფილი მწვრთნელი, დღეს კი თბილისის "დინამო 2"-ის დამრიგებელი მალხაზ ჟვანიაა.

ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ლაპარაკობდნენ, როცა ახალგაზრდა სპეციალისტი
მარტვილიდან თბილისში ჩამოიყვანეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: აქ მუშაობა ძნელია, თორემ "დინამო" კარგი გუნდია
დინამო-გურია 3:1 - ძალა აღმართს ხნავს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
დინამოს მწვრთნელად დიდი სიამოვნებით ვისურვებდი ალექსანდრე ჩივაძეს!ჩივაძე დინამოს სიმბოლოა და ბევრი შემიძლია ამ პიროვნებაზე ვისაუბრო მხოლოდ დადებითი...
benni sanches
10:24 06-12-2013
0
იოჰან კროიფი!იოჰან კროიფი-თბილისის დინამოს და საერთოდ ქართული ფეხბურთის კონსულტანტად!რაც არ უნდა დაჯდეს,მომავალში გაამართლებს!
akhali
10:34 06-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული