ჟვანია ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იქნება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ჟვანია აქამდე "დინამო 2"-ს წვრთნიდა.
როგორც 6 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ მალხაზ ჟვანია გუნდში წარმატებას მიაღწევს და მასთან სრულფასოვანი კონტრაქტი გაფორმდება.
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დუშან უჰრინს. რაც შეეხება მალხაზ ჟვანიას, ის წარმატებით თავკაცობდა "დინამო 2"-ს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის "დინამოშიც" მიაღწევს წარმატებას", -
მალხაზ ჟვანიას თქმით, ის მზად არის ბოლომდე ემსახუროს "დინამოს", სანამ მისი დახმარება დასჭირდება.
"დიდი მადლობა ჩემი ნდობისთვის. მე მზად ვარ მოვემსახურო "დინამოს", სანამ დასჭირდება ჩემი დახმარება.
პირველ ეტაპზე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დარჩენილ თამაშებში მოვახდინოთ კონცენტრაცია, რათა წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა მალხაზ ჟვანიამ.
ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გუნდი გავაახალგაზრდავოთ