სპარტაკი-მეტალურგი 2:0 - ვერავინ წარმოიდგენდა...

AutoSharing Option
სტუმრებმა მატჩი ისეთი რიხით დაიწყეს, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ "მეტალურგი" დამარცხდებოდა.

გელა სანაიას გაწვრთნილებმა მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტიეს და უკვე დებიუტშივე მიეცათ ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა - კირკიტაძემ საჯარიმოს ხაზიდან კარში დაარტყა და რომ არა მეკარე ნადირაძის მშვენიერი რეაქცია, "მეტალურგი" დაწინაურდებოდა.

ცოტა ხანში სახიფათო ჯარიმა კორღალიძემ შეასრულა და ნადირაძემ კვლავ საიმედოდ ითამაშა. მოკლედ, სანაიას შეგირდებმა მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიეს თავს.

მაგრამ მათთვის ასე იმედიანად
დაწყებული მატჩის შედეგზე გავლენა მე-10 წუთზე მომხდარმა ეპიზოდმა იქონია - ცხინვალელთა კონტრშეტევისას ბურთი თექთურმანიძემ მიიღო, გასცდა სუხიაშვილს და მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, როცა "მეტალურგის" მცველმა წააქცია.

არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ სუხიაშვილზე "ბოლო იმედის" ჯარიმა დააფიქსირა და მოედნიდან გააძევა.

Sportall.Geამის მიუხედავად, რუსთაველები უფრო აგრესიულად გამოიყურებოდნენ. მე-15 წუთზე "სპარტაკის" მეკარე თავისიანებისთვის ბურთის გადაწოდებას ცდილობდა და... მოულოდნელად წაიქცა. საჯარიმოს ხაზთან ბურთი კირკიტაძეს მიუგორდა, მაგრამ მისი დარტყმული ძელმა მოიგერია, დამატებაზე კი ფიფია ბურთს ვეღარ დაეწია და მომენტი დაიკარგა.

"სპარტაკი" ნელ-ნელა გამოცოცხლდა. ამ გუნდში ყველაზე გამორჩეული თექთურმანიძე იყო. მე-18 წუთზე სწორედ მისი ჩაწოდების შემდეგ დაასწრო მცველებს მგელაძემ და ბურთის კარში გაგზავნაც სცადა, მაგრამ მიზანს მცირედით ააცილა.

ტაიმის ბოლოს მეტოქეებმა მომენტები გაცვალეს - ჯერ რუსთაველ ჩირგაძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის საშუალება, მაგრამ კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ბურთს თავი უხეიროდ დაარტყა; ბოლო წუთზე კი თუხარელის ფლანგური გადაცემით კვეკვესკირმა ვერ ისარგებლა.

"მეტალურგმა" მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო, მაგრამ კაცნაკლულ სტუმრებს მატჩის ბოლოს დაღლა დაეტყოთ, რითიც "სპარტაკმა" ჩინებულად ისარგებლა. შეცვლაზე შესულმა გელაშვილმა თამაში გაამწვავა და თექთურმანიძესთან ერთად მატჩის გმირი გახდა.

75-ე წუთზე, სწორედ თექთურმანიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ გელაშვილს ანგარიშის გახსნის საშუალება გაუჩნდა, მაგრამ მეკარე სეფიაშვილს ვერ აჯობა. მატჩის მიწურულს კი მარჯვენა ფლანგიდან ისევ თექთურმანიძის ჩაწოდებულ ბურთს გელაშვილმა ნახტომში თავი დაახვედრა და მეკარისგან შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაიტანა - 1:0.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში თექთურმანიძე კიდევ ერთი გოლის შემოქმედი გახდა. მან ჩინებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა გელაშვილი, რომელმაც კიდევ უკეთეს პოზიციაში მყოფი თუხარელი შენიშნა და ამ უკანასკნელმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:0.

მოკლედ, ცხინვალის "სპარტაკმა" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, ბოლოსწინა ადგილს თავი დააღწია და დარჩენილ ექვს შეხვედრაში ფინალურ ექვსეულში მოხვედრის თეორიული შანსიც შეინარჩუნა.

მატჩის შემდეგ
გელა სანაია (მეტალურგი):
"იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეხვედრა კარგად დავიწყეთ და საბოლოოდ, დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. ძვირად დაგვიჯდა პირველივე წუთებზე დაშვებული უმძიმესი შეცდომები. ჯერ უმტკივნეულო ვითარებაში წითელი ბარათი მივიღეთ, მერე კი რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ".


კახა კაჭარავა (სპარტაკი):
"რა თქმა უნდა, იღბალი ჩვენს მხარეს იყო, მაგრამ ბიჭებს მოთმინება დაუფასდათ და შეხვედრის ბოლოს მშვენიერი კონტრშეტევების ორგანიზება შევძელით. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ბოლოსწინა ადგილს თავი დავაღწიეთ".


* * *
უამინდობის გამო XVI ტურის გადადებული "გურია"-"ტორპედოს" მატჩი 10 დეკემბერს, 14:00 საათზე, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, "ჩიხურა"-"მერანის" შეხვედრა - 11 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე "მცხეთა პარკზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სიმართლე დაწერეთ
qomagi
16:45 10-12-2013
0
ეგ პასი თუხარელმა მისცა
saba
15:43 10-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული