ლანჩხუთის "გურიამ" ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა

AutoSharing Option
10 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა.

სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, ლანჩხუთის "გურიამ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა.

მატჩის მე-7 წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ "გურია" დააწინაურა, ხოლო 71-ე წუთზე ალექსანდრე შენგელიამ "გურიას" უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოოდ ლანჩხუთელებმა "ტორპედო" ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის გადადებული მატჩი "ჩიხურა"-"მერანი" "მცხეთა პარკზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აი უაზრო გაახალგაზრდავების მაგალითი. ფიფია ამისთვის იწვალე, ამისთვის ხარჯავდი ფულს, რომ მერე ტორპედოს ბედი გაიზიარო?
სანამ დროა გადახედე შენს გადაწყვეტილებას, იქნებ დინამო მაინც გადარჩეს, თორე ყველა ხედავს აწი ტორპედოს აღარაფერი ეშველება.
ioska
16:55 10-12-2013
0
ახალგაზრდებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი მოთმინებით დაველოდოთ და შედეგიც მოვა
0

სიახლეები პოპულარული