კილასონიამ "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გელა სანაია შეცვალა.
ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით "მეტალურგმა" პირველ ეტაპზე 18 მატჩი ჩაატარა და გუნდი 26 ქულით დღესდღეობით VI ადგილზე იმყოფება.
..."მეტალურგში" უკვე ტრადიციად იქცა ერთი სეზონის განმავლობაში რამდენიმე მწვრთნელის შეცვლა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ხვალ ვისაუბრებთ. მანამდე კი იმას ვიტყვით, რომ ვარლამ კილასონიას ადრეც არაერთხელ
46 წლის სპეციალისტი მშობლიური ქალაქის მთავარ გუნდს ოთხწლინახევრიანი პაუზის მერე უბრუნდება: 2009 წლის ზაფხულში, ევროტურნირების შემდეგ, კილასონიამ ბავშვთა ფეხბურთში გადაინაცვლა და წარმატებითაც მუშაობდა.
წინა სეზონში კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგის" ასაკობრივი გუნდი "ჭაბუკთა ლიგის" გამარჯვებული გახდა, მიმდინარე ჩემპიონატში კი კვლავაც პირველ ადგილზეა და დაუმარცხებლად ასპარეზობს.
სხვათა შორის, ამ სეზონში "მეტალურგის" დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელიც, ფაქტობრივად, ვარლამ კილასონია გახლდათ და ამ ტურნირის პირველი ეტაპის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერიც რუსთავური გუნდია.
დღესდღეობით ძნელი სათქმელია, თუ რა კონტინგენტი ეყოლება "მეტალურგის" ახალ მთავარ მწვრთნელს მეორე ეტაპზე: ჯერჯერობით ხომ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ რუსთაველთა გუნდის ბიუჯეტი, პირველ ეტაპთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებული იქნება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"