ოდიკაძის თქმით, კლუბმა კონტრაქტი სპორტული მიზეზის გარეშე, ცალმხრივად შეუწყვიტა და კომპენსაციაც არ გადაუხდია.
"ზესტაფონს" დავალიანების დაფარვის ვადა 27 დეკემბრამდე აქვს და იმ შემთხვევაში, თუ კლუბი მას სრულად არ გაისტუმრებს, ოდიკაძის ინტერესებს დავების განმხილველ შესაბამის ორგანოებში დავიცავთ", - აცხადებს სფა-ს თავმჯდომარე ბესიკ აბაშიძე.
ოდიკაძემ კი აბაშიძეს და "ზესტაფონის" ვიცე-პრეზიდენტ ვასილ გველესიანს წერილით მიმართა, სადაც წერია:
"ზესტაფონთან"კონტრაქტი 2013 წლის 1-ელ აგვისტოს 10 თვით გავაფორმე და პირველი გუნდის მეკარეების
2013 წლის ნოემბრის თვიდან კლუბმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვარჯიშებზე აღარ დამიშვა და ახალი სამწვრთნელო შტაბის მოყვანით, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ცალმხრივად შემიწყვიტა ხელშეკრულება, რომელიც 2014 წლის 1-ელ ივნისს მთავრდებოდა.
ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზის შესახებ კი ჩემთვის არაფერი განუმარტავთ. კლუბის ხელმძღვანელობას არაერთხელ მივმართე ზეპირი თხოვნით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინათ, მაგრამ ამას სრული იგნორირება მოჰყვა.
იმ შემთხვევაში, თუ 10 დღის ვადაში (2013 წლის 27 დეკემბრამდე) თქვენ მიერ ცალმხრივად შეწყვეტილი ხელშეკრულების დარჩენილი ვადის, შვიდი თვის ხელფასს სრულად არ გადაიხდით, საქართველოს კანონმდებლობის, სფფ-ისა და ფიფა-ს რეგულაციებით მონიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ჩემს დარღვეულ უფლებებს დავიცავ და კლუბს ვაიძულებ, ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა შეასრულოს.
მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ "ზესტაფონი" ვალდებულებას შეასრულებს და კლუბი მოსალოდნელ უსიამოვნებებს თავს აარიდებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"