"ვიტ ჯორჯიადან" გურამ ადამაძეც წავიდა

AutoSharing Option
თბილისის "ვიტ ჯორჯია" სეზონის განახლებისთვის მზადებას 9 იანვრიდან დაიწყებს.

"ვიტ ჯორჯია" გუნდის კაპიტანმა, გიორგი ჯანელიძემ რომ დატოვა, უკვე ძველი ამბავია - ჯანელიძე 2014 წლიდან "დინამო თბილისში" ითამაშებს.

"ვიტ ჯორჯიადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა 23 წლის ლაშა კასრაძესაც შეუძლია, თუმცა "ვიტ ჯორჯიაში" გვითხრეს, არ არის გამორიცხული, რომ სეზონის ბოლომდე კასრაძე მაინც დარჩეს ამ გუნდშიო.

"ვიტ ჯორჯია" დატოვა 24 წლის მცველმა გურამ ადამაძემ, რომელიც კარიერას, სავარაუდოდ, უცხოეთში გააგრძელებს.

ადამაძე ცენტრალური მცველია, ძლიერია ორთაბრძოლაში, კარგად თამაშობს თავით და სტანდარტული სიტუაციის დროს გუნდს შეტევაშიც
ეხმარება.

ჯანელიძე, კასრაძე, ადამაძე - ამ ფეხბურთელების წასვლა "ვიტ ჯორჯიასთვის" მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება, თუმცა "ვიტ ჯორჯიაში" ისიც გვითხრეს, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ რამდენიმე ფეხბურთელის გადმოსაბირებლადო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული