ნიკა საბანაძე: "დინამოს" და "ჩიხურას" გეგუჩაძის გამო "ზესტაფონი" ვამჯობინე

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" მორიგი მატებაა - მარგველთა რიგებს ქუთაისის "ტორპედოდან" სამი მოთამაშე: 26 წლის ცენტრალური მცველი ზაზა ჭელიძე, 22 წლის თავდამსხმელი ნიკა საბანაძე და 22 წლის მეკარე დავით კუპატაძე შეემატა, რომლებმაც კლუბთან ორწლიანი შრომითი ხელშეკრულებები გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ ჭელიძესა და საბანაძეს "ზესტაფონის" თავკაც გია გეგუჩაძესთან აქამდეც უმუშავიათ - ქუთაისელთა შემადგენლობაში ისინი ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელები არიან.

ნიკა საბანაძემ ზესტაფონური კლუბის ოფიციალური საიტისთვის მცირე კომენტარი გააკეთა:

"ძალიან კმაყოფილი ვარ "ზესტაფონში" გადმოსვლით! რამდენიმე წინა
დადება მქონდა, მათ შორის, ქართული კლუბებიდანაც... საჩხერის "ჩიხურა" და თბილისის "დინამო" მიწვევდნენ, თუმცა მე "ზესტაფონზე" შევაჩერე არჩევანი, რაშიც დიდი როლი გია გეგუჩაძის ფაქტორმაც ითამაშა...

გეგმებს რაც შეეხება - წელს ევროტურნირებზე თამაში მინდა და გაისად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლა. ვფიქრობ, "ზესტაფონი" ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს...

გულშემატკივარს ბოლომდე დახარჯვას, მოედანზე ბრძოლას, თავდადებას და, რა თქმა უნდა, მათი გულების ბევრჯერ გახარებას ვპირდები, როგორც ჩემი კარგი თამაშით და გოლებით, ასევე მთელი გუნდის წარმატებული გამოსვლით".


ესაუბრა დიმა ნებიერიძე
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
"ძალიან კმაყოფილი ვარ "ზესტაფონში" გადმოსვლით! რამდენიმე წინადადება მქონდა, მათ შორის, ქართული კლუბებიდანაც... საჩხერის "ჩიხურა" და თბილისის "დინამო" მიწვევდნენ, თუმცა მე "ზესტაფონზე" შევაჩერე არჩევანი.
ნეტა უცხოური რომელი კლუბები იწვევდნენ, რომ დასახელებისაგან თავი შეიკავა....
ზურა
16:17 07-01-2014
0
რა უქნეს ტორპედოს?
ramo
14:41 07-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული