ჩვენი ინფორმაციით, ამ კვირის ბოლოს გორის "დილა" რამდენიმე ფეხბურთელთან გააფორმებს კონტრაქტს.
გუნდში ახლა რამდენიმე ახალწვეული ვარჯიშობს. სხვათა გარდა, მათ შორის არიან ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე, შემტევი შუახაზელი ლევან კორღალიძე, მცველი სერგი ორბელაძე და ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილი.
"დილასთან" ყველა ფეხბურთელს კონტრაქტი 2013 წლის ბოლოს დაუმთავრდა და ზოგი მათგანი უკვე სხვა გუნდში გადავიდა.
შესაძლოა, მათ კვალს გაჰყვეს ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძეც. დიდი ალბათობით, ისევ "დილაში" ითამაშებს ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია.
ერთი სიტყვით, კვირის ბოლოსთვის "დილაში" რაღაც-რაღაცები საბოლოოდ უნდა გაცხადდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
11:00 21-01-2014
გორის "დილაში", სხვა ახალწვეულებთან ერთად, ლუკა რაზმაძე და ლევან კორღალიძეც ვარჯიშობენ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
აბურჯანია დილაში არ ბრუნდება ;) რაც შეეხება ახალწვეულებს... გუნდში ასევე ვარჯიშობენ: ბერიაშვილი, კოშკაძე, ჯიშკარიანი, მატიაშვილი, ფოოცხვერია, შალამბერიძე და კვარაცხელია. ასევე შესაძლებელია გუნდში რამოდენიმე ყოფილი "დილელი" დაბრუნდეს! ;)
0
0
გორის დილა არავის ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის.ვისაც არ უნდა-კარი ღიაა,მაგრამ წამსვლელები კარგად დაფიქრდნენ სად მიდიან,ან ვისთან რა ელით.დილას რაც შეეძლო მათ ყველაფერი გაუკეთა;გვერდში დაუდგათ და თამაშის საშვალება მისცათ-ამაგს დაფასება უნდა.როგორ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული