თბილისის "დინამომ" ახალი ფეხბურთელები წარადგინა [PHOTO]

AutoSharing Option
24 იანვარს საფეხბურთო კლუბმა "დინამო თბილისმა" ექვსი ახალი ფეხბურთელი წარადგინა და პრესკონფერენცია გამართა.

გუნდს შეუერთდნენ: ირაკლი მოდებაძე, გიორგი ჯანელიძე, ნიკა დაუშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი ხიდეშელი და მათე ცინცაძე.

როგორც "დინამო თბილისის" სპორტულმა მენეჯერმა ირაკლი ვაშაკიძემ განაცხადა, ეს ფეხბურთელები საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.

მისივე თქმით, მოსამზადებელ ეტაპზე "დინამო თბილისს" შესაძლოა კვლავ შეუერთდნენ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც, სავარაუდოდ, ლეგიონერები იქნებიან.

Sportall.Ge

გარდა ამისა, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ ისაუბრა გუნდში მიმდინარე პროცესებზე. ის იმედოვნებს, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც იყო სხვადასხვა პოზიციაზე გუნდში, ახალი
ფეხბურთელების მიღებით აღმოიფხვრება.

Sportall.Ge

ჟვანიამ ისაუბრა იმ ფეხბურთელებზეც, რომლებიც შესაძლოა კლუბიდან წავიდნენ. მისი თქმით, ელგუჯა გრიგალაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია საქართველოში, თუმცა ბოლომდე თავისი საქმე დალაგებული, როგორც ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს, არ აქვს.

"ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი საქართველოში. როგორც ფეხბურთელს, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არის მომენტები, როცა ფეხბურთელმა უნდა იგრძნოს, რაც საგრძნობია.

მას არ აქვს დალაგებული თავისი საქმე ისე, როგორც ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს. ჯობია, იპოვოს თავისი გზა...",
- განაცხადა მალხაზ ჟვანიამ.

Sportall.Ge

რაც შეეხება უსტარიცს, როგორც მან აღნიშნა, ამ ფეხბურთელის ჩამოყვანა არ იყო სწორი ნაბიჯი.

"უსტარიცის გუნდში აყვანა ისე მოხდა, რომ მას საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია. შესაბამისად, ძალიან ხშირად აქვს ტრავმები. უსტარიცი ახლაც ტრავმირებულია და ამის გამო ის ანტალიაში საწვრთნელ შეკრებაზე ვერ წამოვა.

ვუო გუნდში რჩება, გლიშიჩის მომავალი კი, ალბათ, ანტალიაში გადაწყდება",
- აღნიშნა ჟვანიამ.

Sportall.Ge

გიორგი მერებაშვილთან დაკავშირებით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და გუნდს ანტალიის საწვრთნელ შეკრებაზეც გაჰყვება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატო არაპერს ამბობტ ცჰისკოზე?
nodari
11:04 25-01-2014
0
მალე მოენატრებათ უჰრინი...
ჟვანია არაპროფესიონალია და დაღუპავს გუნდს, მაგას ისევ დუბლები გონია ისე უდგება საქმეს, მარა რაც გუშინ დუბლებს მოუვიდათ უარესი დაემართება მალე ძირითადსაც, სეზონის ბოლოს კი შეიძლება პირველზეც ვერ გავიდნენ....
soccer exspert
22:12 24-01-2014
0

სიახლეები პოპულარული