გიორგი დარასელიამ ორი შემადგენლობა ათამაშა. I ტაიმში მოედანზე იყვნენ: ქვილითაია, კანკია, აფაქიძე, მირცხულავა, დ. ქირია, შალიკაშვილი, სიხარულია, კუტალია, კირკიტაძე, ლომია, გუგუჩია. II ტაიმში: ზარქია, ლ. მჭედლიშვილი, კაჭკაჭიშვილი, ნიკოლაძე, ქვარცხავა, ქათამაძე, ქებაძე, ფარჯიკია, სამუშია, კალანდარიშვილი (74. ნ. ქირია), წიტაიშვილი.
25-ე წუთზე ანგარიში ნიკა აფაქიძემ გახსნა. ორ წუთში შოთა ლომიამ თავისიანების უპირატესობა ორამდე გაზარდა, 35-ე წუთზე ფოთელთა კარი ლუკა გუგუჩიამ დალაშქრა, 39
"კოლხეთმა" მხოლოდ ერთი გოლით უპასუხა - პირველი ტაიმის ბოლო წუთზე დათა სიჭინავამ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. მეორე ნახევარში გოლები აღარ გასულა.
ცნობილი იყო, რომ "ზუგდიდში" რუმინელი რობერტ ლილიან ვულპე ვარჯიშობდა. "ზუგდიდის" სპორტულმა დირექტორმა ფრიდონ კერვალიშვილმა გვითხრა, რომ ის სამი დღის წინ დაითხოვეს.
გუნდი მზადების ბოლო ეტაპს 8-დან 19 თებერვლამდე თურქეთში გაივლის. კერვალიშვილის თქმით, საბოლოოდ დადგინდა სპარინგ-პარტნიორთა ვინაობა: 11 თებერვალს ზუგდიდელები რუმინეთის პირველი ლიგის ერთპიროვნულ ლიდერ კრაიოვას "უნივერსიტატიას" შეხვდებიან, 13 თებერვალს - რუსეთის პირველი ლიგის მეათეადგილოსან კალინინგრადის "ბალტიკას", 15-ში ბულგარეთის უმაღლესლიგელ სოფიის "სლავიას".
ამავე დღეს ზუგდიდელები მეორე შემადგენლობით ჩინეთის პირველ ლიგაში მე-10 ადგილზე მყოფ "ბითის" გაეჯიბრებიან. ბოლო მატჩი მოლდოვურ "მილსამთან" (უმაღლესი ლიგა) 18 თებერვალსაა დაგეგმილი, საღამოს კი მეორე შემადგენლობა მეორე მოლდოვურ კლუბს, კიშინიოვის "ზიმბრუს" დაუპირისპირდება.
27 იანვარს ზუგდიდელებმა თბილისში სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მეორე წრეში გუნდი "სალერის" ახალი ფორმით და ახალი ლოგოთი იასპარეზებს. ამჯერად, ლოგოზე ზუგდიდისა და სამეგრელოს სიმბოლოებია დატანილი, მათ შორის - ცხენი, ოღონდ ამ შემთხვევაში ცხენი "პორშეს" ლოგოს აღარ ჰგავს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"