დინამო-ჰაიდუკი 1:2 - ლორიას ტრავმა და კოასის ორმაგი სალტო [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში აგრძელებს.

31 იანვარს მალხაზ ჟვანიას გუნდმა ანთალიაში მორიგი საკონტროლო შეხვედრა ხორვატიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდთან, სპლიტის "ჰაიდუკთან" გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ამ შეხვედრაში ხორვატთა რიგებში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ილურიძეს, რომელმაც მანამდე ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო.

თბილისის "დინამოს" ოფიციალური საიტის ცნობით, მატჩის პირველი ნახევარი ხორვატი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. დინამოელთა კარის მიმართულებით "ჰაიდუკის" ფეხბურთელებმა რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს.

დაპირისპირების 30-ე წუთზე დინამოელთა მთავარ მწვრთნელს იძულებითი ცვლილების განხორციელება თურქული შეკრების მეორე ტესტ-მატჩშიც
მოუწია. დაშავებული დინამოელთა კაპიტნის, გიორგი ლორიას ნაცვლად, მოედანზე ნიკა დაუშვილი გამოვიდა.

შეხვედრის 34-ე წუთზე სპლიტელმა ფეხბურთელებმა ანგარიში გახსნეს, "ჰაიდუკის" სწრაფი შეტევა კოასიმ გოლით დაასრულა.

შეხვედრის მეორე ტაიმი დინამოელთა სათამაშო უპირატესობით დაიწყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა "ჰაიდუკის" კარს მწვავედ შეუტიეს, მაგრამ საკუთარ კარში მეორე ბურთი მიიღეს. 84-ე წუთზე კოასიმ დუბლი შეასრულა და ეს ისე გაუხარდა, ზედიზედ ორი სალტო შეასრულა.

მატჩის საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე დაფიქსირდა. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან დინამოელებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს. სტანდარტიდან დარკო გლიშიჩმა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას დორინ გოგამ დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საკონტროლო მატჩი
დინამო-ჰაიდუკი 1:2
გოლები: 0:1 კოასი (34), 0:2 კოასი (84), 1:2 გოგა (89)

დინამო: ლორია (დაუშვილი 30) - პაპავა, გველესიანი, რეხვიაშვილი, კვირკველია - ცინცაძე, ჩისკო (ვოუ 46"), ჯანელიძე (გლიშიჩი 46"), ძარია (გორგიაშვილი 77"), დიასამიძე (გოგა 46") - მოდებაძე (პაპუნაშვილი 68")

ჰაიდუკი: კალინიჩი, ვრშაევიჩი, მალოჩა, მილოვიჩი, მილიცი, ბრადარიჩი, სუშიჩი, ანდრიაშევიჩი, მაგლიცა, აბდუხოლილოვი (იოზინოვიჩი 79), კოასი
მკითხველის კომენტარები / 3 /
არც სპლიტია ისეთი გუნდი, საშუალო დონეზე მაინც რომ ქაჩავდეს, მაგრამ დინამო... დაცვაში ბავშვებივით მოქმედებდნენ... რა გვეშველება...
Lasha
13:21 02-02-2014
0
დინამოს მარცხი არ გვაკვირვებს მაგრამ ამ ვიდეოს სამარცხვინოდ არ დავდებდი კაცი მაინც . სამწუხაროა მაგრამ რიალობააა
fani
11:09 02-02-2014
0

სიახლეები პოპულარული