ქუთაისის "ტორპედო" - სპარინგები და შესაძლო ტრანსფერები

AutoSharing Option
ბოლო დღეებში ქუთაისის "ტორპედომ" რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

"ბენდელას თასის" ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ქუთაისელებმა საღორიის ბაზაზე "ზესტაფონი 2" 2:1 დაამარცხეს. ტორპედოელთაგან გოლები მამუკა ღონღაძემ და ბექა ტუღუშმა გაიტანეს, სტუმართა მხრიდან კი თავი იონა კალაჯიშვილმა გამოიჩინა. ამ გამარჯვებით "ტორპედო" "ბენდელას თასის" მეოთხედფინალში გავიდა.

ტორპედო: ს. ცაბუტაშვილი, ლაღაძე (46. ხარაბაძე), თ. ჩადუნელი (46. მამასახლისი), ადამაძე, მეგრელიშვილი (46. ჩუბინიძე), ჭედია (46. ჯუღელი/72. გ. ცაბუტაშვილი), ბერუაშვილი (46. ტუღუში), ჩიკვილაძე (46. ლ. მაჭავარიანი), ელიავა (46. ალიბეგაშვილი), გიორგაძე (46. მარკოზაშვილი), მ. ღონღაძე (46. კვერნაძე).

8
თებერვალს, "ბენდელას თასის" 1/4-ფინალში, "ტორპედო" მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდა. ქუთაისელებს ძირითადი შემადგენლობის ბევრი მოთამაშე აკლდათ, რითიც "ვეტერინარებმა" ისარგებლეს და ისევე, როგორც ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში, "ტორპედო" ამჯერადაც 5-ბურთიანი სხვაობით დაამარცხეს - 6:1.

ვიტ ჯორჯია: შეროზია (75. ჩალიგავა), საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, მჭედლიშვილი (54. კიკალიშვილი), წყაროზია (46. გახარია), დავლაშელიძე (72. კურდღელაშვილი), ნ. მაისურაძე (50. ღიბრაძე), კორიფაძე (63. დემეტრაშვილი), ნ. სიჭინავა (58. კვირკვია), ლობჯანიძე (46. კუხალეიშვილი).
ტორპედო: გაფრინდაშვილი (32 ს. ცაბუტაშვილი), ზ. გელაშვილი, ადამაძე, მამასახლისი (46. ჩადუნელი), მეგრელიშვილი (75. კოღუაშვილი), ნ. ხარაბაძე (60. დუდუჩავა), გ. ნიქაბაძე (22. გ. ცაბუტაშვილი), ლორთქიფანიძე (29. ლ. მაჭავარიანი/65. ალიბეგაშვილი), გ. გიორგაძე (73. გ. კვირკველია), მარკოზაშვილი (70. ვოლნერი), მ. ღონღაძე.
გოლები: 1:0 ნ. სიჭინავა (4), 2:0 ლობჯანიძე (20), 2:1 მ. ღონღაძე (23), 3:1 ნ. მაისურაძე (25), 4:1 გეთიაშვილი (53), 5:1 საბაძე (55), 6:1 კუხალეიშვილი (90).

"ბენდელას თასის" ნახევარფინალში "ვიტ ჯორჯია" 16 თებერვალს II ლიგის წარმომადგენელ "მარკ სტარს" შეხვდება. მეორე ნახევარფინალში კი, 17 თებერვალს, ერთმანეთს "დინამო 2"-"სპარტაკი 2"-სა და "ქუთაისი"-"ალგეთის" წყვილებში გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან.

ფინალი 21 თებერვალს, "ბენდელას" სტადიონზე გაიმართება.

9 თებერვალს კი "ტორპედომ" საკუთარ ბაზაზე, მორიგ საკონტროლო მატჩში ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა. სპარინგი 1:1 დასრულდა. გუნდებმა პენალტები გაცვალეს - 70-ე წუთზე ქუთაისელთაგან მამუკა ღონღაძემ მისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, რასაც ორ წუთში "გურიამ" გიორგი გაგნიძის პენალტით უპასუხა.

ტორპედო: ადამია, ზ. გელაშვილი (48. ხარაბაძე), ს. თოდუა, თ. ჩადუნელი, ადამაძე, ჩიკვილაძე (80. სტეფნიაშვილი), ელიავა, ბ. ტუღუში (46. დ. ხურციძე/67. ტუღუში), ლექვთაძე, მარკოზაშვილი (23. მამასახლისი), მ. ღონღაძე.
გურია: ხვედელიძე, ჩუენსუ, ბერიანიძე (46. გუნცაძე), ნ. კილაძე (46. ინგოროყვა), ვ. ხორგუაშვილი (72. ნარიაშვილი), ვ. კილაძე (46. ჭეიშვილი), ბენჟამენი (46. ძამსაშვილი), გ. გაგნიძე, კვირტია, პ. ხორგუაშვილი (65. ჟღენტი), კუკულაძე (75. ვ. კილაძე).

Sportall.Ge

ბოლო დღეებში ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა კიდევ რამდენიმე შესაძლო ახალწვეული გამოსცადა. მათ შორის იყო "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი მოთამაშე დავით ლორთქიფანიძეც.

22 წლის ნახევარმცველი 2010-12 წლებში უნგრულ "დიორი ეტოში" ირიცხებოდა, 2013 წლის ბოლომდე კი - ესტონულ "სილამიაეში", მაგრამ ამ გუნდის ფორმა სულ 7-ჯერ მოირგო და სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვა. "ტორპედოში" კი გვითხრეს, რომ არ არის გამორიცხული, 22 წლის მოთამაშე გუნდში აიყვანონ.

ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქუთაისის "ტორპედო" მოლაპარაკებებს აწარმოებს თბილისის "დინამოს" მიერ ტრანსფერზე დაყენებულ ელგუჯა გრიგალაშვილთან. მეტიც - ამტკიცებდნენ, რომ თავად ფეხბურთელიც არ იყო წინააღმდეგი, ქუთაისში დაბრუნებულიყო.

თუმცა ინფორმაცია "ტორპედოს" პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძემ უარყო. ოღონდ გამორიცხული არ არის, "ტორპედომ" მოლაპარაკება დაიწყოს გრიგალაშვილთან, რომელშიც თბილისის "დინამო" 200 ათას დოლარს ითხოვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული