გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე სლოვენიის "მარიბორთან" დამარცხდა

AutoSharing Option
გორის "დილამ" თურქეთში მორიგი ამხანაგური მატჩი კვირას გამართა. ჩვენების მეტოქე სლოვენიის "მარიბორი" გახლდათ. "დილა" 0:3 დამარცხდა.

"მარიბორი" პირველივე ტაიმში 2:0-ით დაწინაურდა, ერთი გოლიც მეორე ნახევარში ოტიჩმა გაიტანა.

გორელთა მწვრთნელმა რამაზ სოღოლაშვილმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: შეყრილაძე, ორბელაძე, კვახაძე, თომაშვილი, ჯიშკარიანი, რაზმაძე, გურეშიძე, კოშკაძე, რაჟამაშვილი, შალამბერიძე, კვარაცხელია. მეორე ტაიმში შევიდნენ: გაფრინდაშვილი, ბერიაშვილი, კორღალიძე, წიქარიძე, შენგელია, ახალკაცი.

"მარიბორამდე" "დილას" რუსულ "გაზოვიკთანაც" უნდა ეთამაშა, მაგრამ გეგმები შეიცვალა და ჩვენებს მეტოქედ ტიტულოვანი კორეული "სეონგნამი" შერჩათ.

სლოვენიელებთან მატჩის მსგავსად, ქართველები აქაც 0:3-ს აგებდნენ, მაგრამ მშობლიურ
კლუბში ახლახან დაბრუნებულმა ლუკა რაზმაძემ მატჩის ბოლოსკენ პენალტით "დაასველა" ანგარიში.

სოღოლაშვილმა კორეელებთან ოდნავ განსხვავებული შემადგენლობა აირჩია: შეყრილაძე, ქებურია, აფხაზავა, ქარქუზაშვილი, გაფრინდაშვილი, გოროზია, შენგელია, კორღალიძე, გოგინაშვილი, ახალკაცი, ფოცხვერია. შეცვლაზე შევიდნენ: კვახაძე, რაზმაძე, გურეშიძე, წიქარიძე, ჯიშკარიანი, რაჟამაშვილი, შალამბერიძე, ბერიაშვილი.

მომდევნო საწვრთნელ შეხვედრას "დილა" 13 თებერვალს ბოსნიურ "სარაევოსთან" გამართავს, მეორე დღეს კი შინ დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული