53-ე წუთზე დავით კირკიტაძემ მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი გამოიყენა - 1:2. სამ წუთში კი გიორგი დარასელიას გუნდის კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც ქვილითაიამ ისევ მოიგერია და ამჯერად მეტოქეს დამატებაზეც აჯობა.
ზუგდიდი: ზარქუა (46. ქვილითაია), დ. ქირია (63. ფარჯიკია), მირცხულავა, აფაქიძე,
შეამჩნევდით, ზუგდიდელთა შორის ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, თანაც - უცხოელი. ეს არის ჯორჯე კრკელიჩი - 23 წლის ჩერნოგორიელი ფორვარდი, რომელიც სამშობლოში "მლადოსტის" (2010-12) ღირსებას იცავდა. შემდეგ იჯარით ისრაელში, კერძოდ, რაანანას "ჰაპოელში" გადავიდა, 2012/13 წლებში ჩერნოგორიული "რუდარის" ფორმა მოირგო, ბოლოს კი მაკედონიის "ნაპრედოკში" თამაშობდა და მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
18 თებერვალს "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგები ჩაატარა. პირველ მატჩში დარასელიას გუნდმა რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელ "ტომის" ახალგაზრდულ გუნდს 2:0 მოუგო. გოლები ზვიად სიხარულიამ (მე-15 წუთი) და აკაკი ფარჯიკიამ (33) გაიტანეს.
ზუგდიდი: ჯომიდავა, ქვარცხავა, ნიკოლაძე (30. დ. ქირია), მჭედლიშვილი, ჯავაშვილი (36. ქათამაძე), ნ. ქირია, სიხარულია, ფარჯიკია, ქებაძე, ბულია (36. წიტაიშვილი), კავალიაუსკასი.
შეკრების დასკვნით სპარინგში "ზუგდიდი" ბულგარეთის პირველი ლიგის მეექვსეადგილოსან "მონტანასთან" 1:4 დამარცხდა. ჩვენებურთაგან გოლი გურამ სამუშიას ანგარიშზეა (50-ე წუთი).
ამ შეხვედრაში დარასელიამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: ქვილითაია (46. ზარქუა), ნიკოლაძე (59. ქვარცხავა), აფაქიძე, მირცხულავა (78. მჭედლიშვილი), ჯავაშვილი (46. დ. ქირია), ქებაძე (46. სიხარულია), ქათამაძე, კირკიტაძე (78. წიტაიშვილი), შ. ლომია (78. ფარჯიკია), გ. სამუშია (77. კავალიაუსკასი), კრკელიჩი (74. ბულია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"