"ზუგდიდში" ჩერნოგორიელი ფეხბურთელი ჯორჯე კრკელიჩი გამოჩნდა

AutoSharing Option
17 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე მყოფი "ზუგდიდი" სომხეთის უმაღლეს ლიგაში მე-7 ადგილზე მყოფ "ულისეს" შეხვდა. 42-ე წუთზე ანგარიში სომხებმა გახსნეს. 50-ე წუთზე ჩვენების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მეტოქემ ზუგდიდელ მცველს მაინც დაასწრო - 0:2.

53-ე წუთზე დავით კირკიტაძემ მისივე წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი გამოიყენა - 1:2. სამ წუთში კი გიორგი დარასელიას გუნდის კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც ქვილითაიამ ისევ მოიგერია და ამჯერად მეტოქეს დამატებაზეც აჯობა.

ზუგდიდი: ზარქუა (46. ქვილითაია), დ. ქირია (63. ფარჯიკია), მირცხულავა, აფაქიძე,
ჯავაშვილი (34. ქვარცხავა), ქათამაძე (60. ქებაძე), სიხარულია (40. გ. სამუშია), კირკიტაძე, შ. ლომია (46. კავალიაუსკასი), გუგუჩია (31. ნ. ქირია), კრკელიჩი (60. ბულია).

Sportall.Geშეამჩნევდით, ზუგდიდელთა შორის ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, თანაც - უცხოელი. ეს არის ჯორჯე კრკელიჩი - 23 წლის ჩერნოგორიელი ფორვარდი, რომელიც სამშობლოში "მლადოსტის" (2010-12) ღირსებას იცავდა. შემდეგ იჯარით ისრაელში, კერძოდ, რაანანას "ჰაპოელში" გადავიდა, 2012/13 წლებში ჩერნოგორიული "რუდარის" ფორმა მოირგო, ბოლოს კი მაკედონიის "ნაპრედოკში" თამაშობდა და მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

18 თებერვალს "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგები ჩაატარა. პირველ მატჩში დარასელიას გუნდმა რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენელ "ტომის" ახალგაზრდულ გუნდს 2:0 მოუგო. გოლები ზვიად სიხარულიამ (მე-15 წუთი) და აკაკი ფარჯიკიამ (33) გაიტანეს.

ზუგდიდი: ჯომიდავა, ქვარცხავა, ნიკოლაძე (30. დ. ქირია), მჭედლიშვილი, ჯავაშვილი (36. ქათამაძე), ნ. ქირია, სიხარულია, ფარჯიკია, ქებაძე, ბულია (36. წიტაიშვილი), კავალიაუსკასი.

შეკრების დასკვნით სპარინგში "ზუგდიდი" ბულგარეთის პირველი ლიგის მეექვსეადგილოსან "მონტანასთან" 1:4 დამარცხდა. ჩვენებურთაგან გოლი გურამ სამუშიას ანგარიშზეა (50-ე წუთი).

ამ შეხვედრაში დარასელიამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: ქვილითაია (46. ზარქუა), ნიკოლაძე (59. ქვარცხავა), აფაქიძე, მირცხულავა (78. მჭედლიშვილი), ჯავაშვილი (46. დ. ქირია), ქებაძე (46. სიხარულია), ქათამაძე, კირკიტაძე (78. წიტაიშვილი), შ. ლომია (78. ფარჯიკია), გ. სამუშია (77. კავალიაუსკასი), კრკელიჩი (74. ბულია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა სასტავია, მეგრელების გუნდს სულ არ ჰგავს. მალადეც!!! ღირდნენ მაინც ეს ჩამოყვანილები რამედ!
0
rao darasa marto bavshvebs ugeb she sacodavo? danarcheni 5 tamashi da 5 marcxi...martali xar ver vcnobt zugdids axali clis mere..fulis sacmelad xar mosuli kvelam vicit, magram zugdids ra eshveleba caetrevi sheni amalianad aqedan, gaakotreb gunds, gaagdeb umaglesi ligidan da ra eshveleba mere darchenilebs...
darasa zugdidis mxsneli
14:44 19-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული