გორის "დილას" ახალი დირექტორი გიორგი ტუღუში კლუბში ცვლილებებს გეგმავს

AutoSharing Option
გორის "დილას" ახალი დირექტორი გიორგი ტუღუში კლუბში ცვლილებებს აპირებს და გეგმებსაც გვიმხელს:

"ჩვენი პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და საკუთარი კადრების გაზრდა-დაწინაურება იქნება.

ყველაზე სასურველი სწორედ ისაა, როცა მთავარი გუნდი შევსებას საკუთარი აკადემიიდან იღებს და მხოლოდ მიწვეულებით არ ძლიერდება. ამიტომ გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ.

ამას გარდა, იანვრიდან აუცილებლად დაიწყება სტრუქტურული ცვლილებები. ქართული ფეხბურთი მეტს იმსახურებს და ვალდებულები ვართ, "დილაში" საკლუბო საქმიანობა გავაუმჯობესოთ და ევროპულ სტანდარტებს შევუსაბამოთ", - ამბობს ტუღუში.

"დილას" დირექტორის თქმით, შესაძლოა, კლუბს მალე ახალი პარტნიორი მოევლინოს:

"გორის "დილა" 100 პროცენტით ქალაქის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მაგრამ კერძო პარტნიორის მოძებნის სურვილი და მცდელობა ნამდვილად გვაქვს. თუმცა, ვიდრე საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, დაკონკრეტებას მოვერიდები. მოლაპარაკება კი დაწყებულია.

აქ არ არის მსჯელობა "დილას" გასხვისებაზე. ამ ჯგუფს სპონსორობის თაობაზე ველაპარაკებით და იმედია, ეს ინტერესი კონკრეტულ ნაბიჯებში გადაიზრდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დილას სპორტული წარმატება ძლიერ გამიხარდება. ღმერთი იყოს თქვენი შემწე.
gizog
15:10 03-12-2014
0
დილაააააააააა
Mustafa
15:55 03-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული