ლევან შარიქაძე: არ დავმალავ, "სამტრედიიდან" მართლაც შემეხმიანნენ

AutoSharing Option
"ზესტაფონი" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. მათ შორისაა ლევან შარიქაძეც. სამი წლის განმავლობაში ის მარგველთა ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. 25 წლის საყრდენი ნახევარმცველის გარეშე "ზესტაფონის" წარმოდგენა ძალიან რთულია.

შარიქაძემ კარიერის გაგრძელება სხვა გუნდში ისურვა...

- მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო "ზესტაფონის" ხელმძღვანელობასა და თითოეულ გულშემატკივარს. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი: ამ გუნდში გატარებული პერიოდით კმაყოფილი ვარ - ტიტულები მოვიგე, გავხდი საქართველოს ჩემპიონი, გულშემატკივრების მხრიდან მუდამ საუკეთესო დამოკიდებულებას ვგრძნობდი...

სხვა რა უნდა ფეხბურთელს? მუდამ სიამოვნებით გავიხსენებ "ზესტაფონში" ყოფნის პერიოდს.

- რატომ დატოვეთ "ზესტაფონი"?
- ჩემი აზრით, სამი
წელი საკმარისი დროა საიმისოდ, რომ ამა თუ იმ გუნდში ბოლომდე მოახდინო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია.

მივიჩნიე, რომ "ზესტაფონში" საკუთარი თავი ამოვწურე და უპრიანია, ჩემი კარიერა ახალ ეტაპზე გადავიდეს.

- და რომელ გუნდში აპირებთ კარიერის გაგრძელებას?
- სიმართლე გითხრათ, ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია. არის რამდენიმე ვარიანტი. დავფიქრდები, ავწონ-დავწონი და ამის მერე მივიღებ გადაწყვეტილებას.

- დანამდვილებით ვიცით, რომ თქვენთან თანამშრომლობა "სამტრედიას" სურს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამ გუნდის მწვრთნელებმა კარგად იციან თქვენი შესაძლებლობები...
- არ დავმალავ, "სამტრედიიდან" მართლაც შემეხმიანნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.

- კარგა ხანია, საქართველოს ჩემპიონატში თამაშობთ. საინტერესოა თქვენი აზრი - მაინც, საით მიდის ჩვენი პირველობა?
- ჩემი აზრით, წინ ვერ მივდივართ. ეს ფაქტია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კლუბი როცა მეცხრე ადგილზეა, იმ კლუბის არც წევრი და არც წასული ფეხბურთელიარ იტყვსი რომ წინ მივდიავრთო,ეს იშვიათია ასეთი ობიექტურობა და შარიქაძის ნათქვამშიც გასაკვირი არარაფერია, როცა სამტრედიას შემადგენლობაში საპრიზოს მოირგებს,თას აიღებს, მაშინ იტყვის "წინ მივდივართო" და არც ეს იქნება გასაკვირი!
გუადუა
00:51 14-12-2014
0

სიახლეები პოპულარული