უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ყველა კლუბს დაეგზავნა სალიცენზიო დოკუმენტაციის პაკეტები.
გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ მიმართა პირველი ლიგის კლუბებს, რომ იმ გუნდებს, რომლებიც გეგმავენ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადასვლას 2015/16 წლების სეზონში, სალიცენზიო გრაფიკით დადგენილ ვადამდე, ანუ 2014 წლის 10 დეკემბრამდე დაედასტურებინათ სალიცენზიო სეზონში მონაწილეობ
"საბურთალო", "მეშახტე", "ბორჯომი", "საპოვნელა", "ლოკომოტივი", "ადელი" და "გაგრა" - ეს ის კლუბებია, საიდანაც ფედერაციაში დასტურის წერილები მივიდა.
პირველი ლიგის ის კლუბები, რომლებმაც დადგენილ ვადაში არ გამოთქვეს სალიცენზიო სეზონში მონაწილეობაზე თანხმობა, პირველ ლიგაში წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, ვერ ითამაშებენ 2015/16 წლების სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"