"ზესტაფონი" იძირება - ფეხბურთელები წავიდნენ, ილია კოკაიაც მიდის...

AutoSharing Option
17 დეკემბერს, საქართველოს ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა.

ამას წინათ, მარგველთა ბანაკს რამდენიმე კონტრაქტამოწურული მოთამაშე გაეცალა, ახლა კი, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუნდს დანარჩენი ფეხბურთელებიც ტოვებენ. ანუ "ზესტაფონი" თითქმის მთლიანად იცლება...

მოთამაშეთა დიდი ნაწილი უკვე შეუთანხმდა კლუბს კონტრაქტის დროზე ადრე გაწყვეტაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ იმერული გუნდის წევრები ავტომატურად გახდებიან თავისუფალი აგენტები და ნებისმიერ ქართულ თუ უცხოურ გუნდში შეეძლებათ გადასვლა.

რეალურად რა ხდება "ზესტაფონში"? კლუბის მფლობელი ილია კოკაია ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფება.

კლუბმა საკუთარი პოზიციის
დაფიქსირება პრესსამსახურის ხელმძღვანელ სერგო ფუტკარაძეს მიანდო:

- "ზესტაფონის" ფეხბურთელთა დიდ ნაწილთან, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გაწყდა. როგორც იცით, მწვრთნელებსაც დაუსრულდათ კლუბთან ხელშეკრულების ვადა.

- ილია კოკაია აღარ დააფინანსებს "ზესტაფონს"?
- კლუბის დამფინანსებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ მარაზმის პირობებში, რასაც სადღეისოდ წარმოადგენს საქართველოს ჩემპიონატი, ფეხბურთში ფულის დაბანდება აღარ ღირს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება 16-გუნდიანი პირველობის ჩატარების თაობაზე, ჩვენი ჩემპიონატის დონე კატასტროფულად დაეცა. ის აღარ ჰგავს პროფესიონალი ფეხბურთელების შეჯიბრებას.

არაერთხელ დაირღვა დებულება - თუნდაც, ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდისას. უმაღლეს ლიგაში დაუშვეს ეროვნული ლიცენზიის არმქონე კლუბები. ეროვნული პირველობა აღარ წარმოადგენს ტურნირს, რომელშიც შესაძლებელია ფეხბურთელის პროფესიული ზრდის პირობების შექმნა და არც ის შეიძლება, რომ ამ ჩემპიონატიდან ევროთასებზე გასულმა გუნდმა წარმატებით ითამაშოს.

- კიდევ რამ განაპირობა მისი ასეთი გადაწყვეტილება?
- იმედგაცრუებამ მთელი რიგი ფაქტორების გამო. დავიწყოთ თავიდან: დღემდე არ ჩანს სახელმწიფოს მიერ დაპირებული ფეხბურთის განვითარების პროგრამა. ამის საპირისპიროდ, მივიღეთ გაუთავებელი კინკლაობა სახელმწიფო სტრუქტურებსა და ფედერაციას შორის. კერძო ინვესტორი ბიუჯეტში იხდის თანხას, რომელიც მერე მისი კონკურენტი კლუბის გაძლიერებას ხმარდება.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ამ ფულით ხდება მისი კონკურენტი კლუბის მიერ ამავე კლუბიდან ფეხბურთელის გადაბირება.

სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარება აქამდეც იყო საჭირო. ამ პროექტის განხორციელების დაგვიანებამ გამოიწვია ფეხბურთიდან ინვესტორების წასვლის ან დაფინანსების მკვეთრად შემცირების პროცესი. ქმედითი ღონისძიებები უნდა გატარდეს მანამ, სანამ უკანასკნელი კერძო ინვესტორი იმედგაცრუებული დატოვებს ქართულ ფეხბურთს.

მოგეხსენებათ, "ზესტაფონს" შეთანხმება ჰქონდა ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებთან. შარშან მიიღეს გადაწყვეტილება 300 ათასი ლარის გამოყოფის თაობაზე. ეს თანხა უნდა მოხმარებოდა საკლუბო ინფრასტრუქტურის - სტადიონისა და ბაზის შენახვას. სამწუხაროდ, წელს მხოლოდ 100 ათასი ლარის დახმარება გამოიყო.

ახლა კი, ვიმედოვნებთ, პროცესი დაჩქარდება და ზესტაფონში ფეხბურთი არ მოკვდება. საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" არ გაუქმებულა, თუმცა... ამ ეტაპზე ასეთი სიტუაციაა.

- საინტერესოა, ითამაშებს თუ არა "ზესტაფონი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე?
- ამ დროისთვის, მოვლენათა განვითარების არც ერთი სცენარი არ არის გამორიცხული. ალბათ, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რა თანხას გაიღებს მუნიციპალიტეტი ფეხბურთის განვითარებისთვის.

300 ათასი ლარი, რომელიც საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას უნდა მოხმარდეს, უკვე ასახულია ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად იქნება ის საკმარისი. ეს მხოლოდ ინფრასტრუქტურული ხარჯებია. კლუბის დაფინანსების საკითხი კი გაურკვეველია.

* * *
..."ზესტაფონი" 10 წლის წინათ, 2004 წელს დაარსდა. ამ დროის განმავლობაში გუნდი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, მოიგო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები (ორჯერ), დაეუფლა ქვეყნის თასს. მოიგო საქართველოს სუპერთასი.

მოკლედ, ახლა ჯერი ზესტაფონის მუნიციპალიტეტზეა. მან ქალაქში ფეხბურთის სიკვდილი და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაჩანაგება არ უნდა დაუშვას.

ცოტა ხნის წინათ, "ტორპედო" კერძო ინვესტორმა დატოვა და მას მშველელად მერია მოევლინა. ამას გარდა, სოლიდური თანხით დაეხმარა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ქობულეთის "შუქურასაც"; ასევე, ყველაფერს აკეთებს "სიონის" კეთილდღეობისთვის ბოლნისის გამგეობა. ეს ზესტაფონისათვის კარგი მაგალითი უნდა იყოს.

და ერთიც: უკვე წლებია, ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც ოდითგანვე იყო ამ ქალაქში ფეხბურთის განვითარების გარანტი, თეთრს აღარ ახმარს სპორტის ნომერი პირველი სახეობის განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
ფანი რა აქვს ქართულ ფეხბურთს შესაშური?
დაანებეთ საერთოდ თავი და როდესღაც იქნებ მოენატროს ვინმეს და მერე იქნებ ითამაშოს ვინმემ
ff
19 დეკემბერი 2014 02:19
0
სუკველაპერი მაკუტზე არ უნდა იკოს დამოკიდებული! სირცხვილია1
gela
19 დეკემბერი 2014 00:40
0
კიდევ ერთი რაღაც ენა შეაჩვიეთ ფეხბურთის ლანძღვას თქვე შურიანებო.პირში წყალი გამოივლეთ როცა ფეხბურთზე ლაპარაკობთ. ენას მიხედეთ!
ფანი
18 დეკემბერი 2014 20:44
0
ესენი გულწრფელები არ არიან.მაგარი ჩემპიონატი გამოვიდა ამ პირობებში.მადლობა ფეხბურთელებს,მწვრთნელებს დაყველას ვინც კბილებით,უხელფასოდ ემსახურება ფეხბურთს.ყველაფერში ცუდს ხედავენ თუკი თვითონ წარუმატებლები არიან!
ფანი
18 დეკემბერი 2014 20:38
0
ეგ არსად წამსვლელი არ არის დაინახავთ მალე დაბრუნდება. ბიუჯეტის ფულები, რომ გამოჩნდება ისევ დაბრუნება. მისი ეს წასვლა არც პირველია და არც უკანასკნელი. ასე იქნება ეს. ისე ზესტაფონი ყველაზე გამართულ ფეხბურთს თამაშობდა პირველ წრეში. უბრალოდ არ გაუმართლა.
ZVELI
18 დეკემბერი 2014 16:55
0
კოკაიას წასვლა კიდევ ერთი ლახვარის დარტყმაა ქართული ფეხბურთისთვის სანამდე უნდა ვითმინოთ ეს უმაქნისი და კორუმპირებული ფედერაცია
პაატა ხუჭუა
18 დეკემბერი 2014 15:18
0
და სახელმწიფომ კერძო კლუბებში რატო უნდა ჩადოს ფული? ძალიან მდიდრები ვართ?
mate-s
18 დეკემბერი 2014 15:10
0
ამისთანა უსაქმურები და მუქთახორები, რომ არიან დასაქმებულნი ქართულ კლუბებში იმიტომ იქცევიან ისინი. გუშინ ერთი ბატონი წყალწაღებული გუნდის ხელმძრვანელი სიამაყით წერდა, რომ კლუბში ხელფასს მხოლოდ 68 კაცი იღებსო, ერთი კიდევ აცხადებდა გუნდი თუ დაიშალა 130 კაცი დარჩება უმუშევარია. ამას თუ არ მიეხედა, ინფრასტრუქტურა და შესაბამისად მაყურებელი ყოველთვის ბოლო ადგილზე იქნება და შესაბამისად გამოსწორებასაც საშველი არ დაადგება.
ZVELI
18 დეკემბერი 2014 15:03
0
რაგბს მივხედოთ
Gogita
18 დეკემბერი 2014 14:42
0
2014 წლის 18 ივნისიდან დაახლოებით 30 მილიონამდე დახარჯა კოკაიამ ზესტაფონში, მაშინ როცა ფეხბურთში სახელმწიფოს ამის ნახევრის ნახევარიც არ ჩაუდევს. წავიდოდა აბა რას იზავდა გიჟად რატო აფიქრებინებდა ხალხს თავს.
მე ვფიქრობ რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო,სისუსტე გამოაჩინა, ადრე დანებდა,თუმცა ამისდა მიუხედავად გულწრფელად დიდი მადლობა ამ ლამაზი 10 წლისათვის.
Mate
18 დეკემბერი 2014 14:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული