
გუნდის ფორმას მოირგებენ "ზესტაფონის ექსნახევარმცველები - ლევან შარიქაძე და მიხეილ სარდალიშვილი, აგრეთვე, ბოლნისის "სიონის" ყოფილი საყრდენი შუახაზელი გიორგი განუგრავა.
ეს ამბები "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ გაგვიმხილა:
"მეორე წრისთვის გაძლიერება რომ გვსურდა, ეს ადრეც გითხარით. მოლაპარაკება რამდენიმე მოთამაშესთან გვქონდა.
საბოლოოდ, შეთანხმებამდე მივედით "ზესტაფონის" ფეხბურთელებთან - შარიქაძესთან, სარდალიშვილთან და "სიონის" ყოფილ ნახევარმცველ გიორგი განუგრავასთან.
ჩემი აზრით, მათ "ჩიხურას" გაძლიერება შეუძლიათ. კონტრაქტი რამდენიმე დღეში გაფორმდება და ისინი ოფიციალურად გახდებიან "ჩიხურას" მოთამაშეები", -
მისივე თქმით, ჯერ გუნდიდან არავინ წასულა, თუმცა, შესაძლოა, კლუბი რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობოს. გუნდი მეორე ეტაპისთვის მზადებას 8 იანვრიდან, საჩხერეში შეუდგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"