ახალი ფეხბურთელები და 800 000 ლარი ქუთაისის "ტორპედოსთვის" [PHOTO]

AutoSharing Option
ქუთაისის ცენტრალური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ქალაქის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფრუიძემ ოფიციალურად წარადგინეს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია.

მასთან ერთად, კლუბის ხელმძღვანელობამ მასმედიას სამი ფეხბურთელი - ნიკა საბანაძე, ირაკლი კლიმიაშვილი და ზაზა ჭელიძეც წარუდგინა.

"დეტალები უკვე შეთანხმებულია და ეს ფეხბურთელები კლუბთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებენ.

"ტორპედოში" ბევრი ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს. ვინც თავს გამოიჩენს, შანსი მიეცემა. ჩვენი სურვილია, გუნდი თურქულ შეკრებამდე დავაკომპლექტოთ", - განაცხადა გიორგი დარასელიამ.

როგორც იცით, "ტორპედოში" ვარჯიშობს ბოსნიელი მეკარე საშა მიშიჩი. "ტორპედოს" თავკაცის
თქმით, მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ დღეებში მიიღებს:

Sportall.Ge

"ვცდილობთ, ისეთი ფეხბურთელები მოვიწვიოთ, რომელთა შესაძლებლობებიც კარგად ვიცით", - აღნიშნა დარასელიამ.

პირველი წრის დასრულების შემდეგ გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა. მათ შორის თენგიზ ჩიკვილაძეც იყო დასახელებული, რომელიც ქუთაისურ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. როგორც დარასელიამ გვითხრა, ამ ეტაპზე ჩიკვილაძე გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, მაგრამ ის "ტორპედოს" 8 იანვარს შეუერთდება და კვლავ ქუთაისური გუნდის ღირსებას დაიცავს.

კლუბის სამომავლო გეგმებსა და დაფინანსებაზე "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფრუიძემ და ქალაქის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა ისაუბრეს. ფრუიძის თქმით, რევაზ ძოძუაშვილის მწვრთნელობისას იყო ლაპარაკი, თითქოს, "ტორპედოს" არ ჰქონდა დაფინანსება, რომ ფეხბურთელები იყვნენ უხელფასოდ და შიმშილით იხოცებოდნენ და ასე შემდეგ.

"რაც ამ კლუბში ვარ, გუნდი არასოდეს ყოფილა მიტოვებული, ფეხბურთელებს ჰქონდათ აბსოლუტურად ყველაფერი - კვება, ხელფასები, პრემიები და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ იყო.

ეს კი არა, "ტორპედოს" იმაზე მეტი დაფინანსება ჰქონდა და აქვს, ვიდრე ბევრ წამყვან ქართულ კლუბს. როგორც ჩანს, ეს მიზანმიმართული ტყუილი თავის გასამართლებლად სჭირდებოდათ...

თუმცა ახლა წარსულზე ფიქრის დრო არ არის, წინ უნდა გავიხედოთ და ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბოთ. აქცენტს, ძირითადად, ადგილობრივ ფეხბურთელებზე გავაკეთებთ, მაგრამ თუ რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, სხვა ფეხბურთელებზეც არ ვიტყვით უარს.

დიდი ყურადღება მიექცევა დისციპლინას. ამის გარეშე მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება", - აღნიშნა დავით ფრუიძემ.

ნოდარ მიქიაშვილის თქმით კი, ქუთაისის მერია მაქსიმალურად შეეცდება, კლუბს ღირსეული დაფინანსება ჰქონდეს:

"საკრებულო უკვე მუშაობს ამ საკითხზე და სეზონის დასრულებამდე, ანუ მაისამდე, "ტორპედოს" 800 000 ლარზე მეტი ჩაერიცხება, რაც კარგი გუნდის ჩამოსაყალიბებლად სავსებით საკმარისი იქნება", - აცხადებს ქუთაისის ვიცე-მერი.

Sportall.Ge

კომენტარი გუნდის ახალწვეულ ირაკლი კლიმიაშვილსაც ვთხოვეთ:

"ქუთაისში თამაში ყოველთვის სასიამოვნო იყო, რადგან აქ კარგი გულშემატკივრობა და შესანიშნავი საფეხბურთო ატმოსფერო მხვდებოდა.

"ტორპედოში" გადმოსვლა დარასელიას ფაქტორის გამოც გადავწყვიტე. მასთან ადრეც მიმუშავია.

ვიმედოვნებ, "ტორპედოსთან" ერთად წარმატებით ვითამაშებ და გუნდს სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებაში დავეხმარები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მუნიცეპალური გუნდები არ უნდა მორჩეს ? იგივე შეცდომები სამწუხაროდ.ქუთაისში სხვა სპორტის სახეობები არ არის რატომ ფეხბურთზე ამხელა დაფინანსება? თუ ქუთაისში ულხინს მოსახლეობას ? მოიძიონ ინვესტორი.............
jorj
20:56 06-01-2015
0
დარასელიამ გააფუჭა ჰო საქმე ყველგან ? დილაში მივიდა და ბოლო ადგილიდან 2 ზე გიაყვანა გუნდი ყვეოა გუნდს მოუგოო ! ხაბაროვსკში რო იყო პლეიოFში გაიყვანა გუნდი და იმედი მაქ ტორპედოსაც წარმატებას მოუტანს !
torpedo123
14:52 06-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული