ბოლნისის "სიონში" სატრანსფერო ფანჯარა დათა სიჭინავამ გახსნა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" სატრანსფერო "ფანჯარა" გახსნა. გუნდს უკვე ჰყავს პირველი ახალწვეულიც.

ის, რომ სეზონის მეორე ნახევარში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი დათა სიჭინავა ლადო ბურდულის გუნდს გააძლიერებს, ქვემოქართლურ კლუბშიც დაგვიდასტურეს.

სიჭინავამ ფოთის "კოლხეთის" შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე მართლაც შესანიშნავად ჩაატარა. მეტიც - არცთუ იშვიათი იყო თამაშები, რომელთა ბედსაც 25 წლის ნახევარმცველი, ფაქტობრივად, მარტო წყვეტდა.

ბოლნისელებს სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა გაძლიერება, რადგან გუნდის სატურნირო მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო არ არის. საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "სიონს" მოკრძალებული, მე-14 ადგილი უჭირავს.

როგორც შევიტყვეთ, "სიონში" მალე კიდევ იქნება სიახლეები და მათ შესახებაც აუცილებლად გაცნობებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული