ის კი ნამდვილად ვიცით, მის გადაბირებას ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ცდილობდა, მაგრამ ქუთაისელებმა მერე სხვა საყრდენი ნახევარმცველი აიყვანეს და ეს ვარიანტიც გამოირიცხა.
სხვათა შორის, გიგაურს ცხინვალის "სპარტაკშიც" სთავაზობდნენ დარჩენას, თუმცა მან საბოლოოდ ფოთის "კოლხეთში" თამაში ამჯობინა:
"სხვა ქართული კლუბებიც მიწვევდნენ. თამაშს ფოთის "კოლხეთში" გავაგრძელებ, რადგან გუნდმა საკმაოდ ნორმალური პირობები შემომთავაზა.
მიუხედავად
კლუბის ხელმძღვანელებს ველაპარაკე, ჩემზე იმედებს ამყარებენ და მინდა, მოლოდინი გავამართლო".
ახალგაზრდა ფეხბურთელი კახა კაჭარავას მადლიერია:
"ცხინვალის "სპარტაკში" მისვლამდე ფორმაში არ ვიყავი. კახა კაჭარავას მადლობელი ვარ. ის ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია. მეგობარივით გვერდში დამიდგა, მენდო და მისი დამსახურებაა, ფორმა რომ აღვიდგინე".
გიგაური უცხოეთში წასვლასაც იმედოვნებდა:
"ველოდი, რომ რამდენიმე ვარიანტიდან ერთი მაინც იქნებოდა რეალური. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, სეზონის ბოლომდე "კოლხეთში" თამაში კი ცუდი ვარიანტი არ იქნება".
შეგახსენებთ, რომ გიგაური, რომელიც ცხინვალის "სპარტაკში" 2014 წლის ზაფხულში გადავიდა, თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში", პოლონურ "იაგელონიასა" და რუსთავის "მეტალურგში".
2012 წელს პოლონელებს მისი გამოსყიდვა სურდათ, მაგრამ ქუთაისელებს ვერ შეუთანხმდნენ და მას შემდეგ ფეხბურთელი უცხოეთში ვერ წავიდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"