ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველი თემურ მარკოზაშვილი კარიერას "ცხინვალში" (მოგეხსენებათ, კლუბს "სპარტაკი" აღარ ჰქვია) გააგრძელებს. არადა, მან თავად გვითხრა, რომ ფოთში სურდა თამაში. ჯაკობიასთან ლაპარაკი ამ თემით დავიწყეთ.
"მარკოზაშვილამდე 3 ფეხბურთელი დავიმატეთ და მიმაჩნია, რომ თითოეული მათგანი დიდი ძალაა: 20 წლის ცენტრალური მცველი ალეკო ჩაკვეტაძე ბერძნულ პაოკ-ში უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ ტრავმა მიიღო და უკან დაბრუნება მოუხდა; 21
დარწმუნებული ვარ, სამივეს შეუძლია "კოლხეთის" გაძლიერება და გაცილებით მაღალ დონეზე თამაში. ამ ტრანსფერების შემდეგ, სამწუხაროდ, კლუბის ბიუჯეტი იმდენად შეზღუდული აღმოჩნდა, რომ ახალი მოთამაშეების დამატების საშუალება აღარ გვქონდა. არადა, მარკოზაშვილის მოყვანა ნამდვილად არ გვაწყენდა", - ამბობს ჯაკობია.
მწირი შესაძლებლობების მიუხედავად, "კოლხეთი" ბრძოლას აპირებს:
"რა თქმა უნდა, 300-ათასლარიანი ბიუჯეტი მიზერია და ამით ბევრს ვერაფერს გავხდებით. წესით, ასეთ ვითარებაში, ჩვენი მიზანი მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს.
მაგრამ ჩვენ საკმაოდ კარგი ახალგაზრდა მწვრთნელი გვყავს - ზაზა ინაშვილი, რომელსაც ბრძოლისუნარიანი, პერსპექტიული ბიჭები ჰყავს. ხელმძღვანელობაც ერთსულოვანია, რაც ბევრს ნიშნავს.
ამიტომაც მგონია, რომ ჩვენ ქულებს იოლად არავის დავუთმობთ და მეტოქეებს სიურპრიზებს შევთავაზებთ. "კოლხეთის" მიზანიც რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებაა".
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ამბობს, რომ "კოლხეთში" კიდევ ერთ ფეხბურთელს ელიან:
"ამ მომენტისთვის ახალი მოთამაშის დასამატებელი თანხა აღარ გაგვაჩნია, მაგრამ ბელგიური სამენეჯერო კომპანია Vision Foot-ი, რომელთანაც მე ვთანამშრომლობ, დაგვეხმარა და ერთი თავდამსხმელის ჩამოყვანას შეგვპირდა.
ფეხბურთელი მათია, ნიჭიერი ახალგაზრდაა და პრაქტიკა სჭირდება. ამიტომ ხელფასს თავად გადაუხდიან. მჯერა, ეს ფორვარდი "კოლხეთსაც" გამოადგება და შემდეგ გზას ევროპაშიც გაიკვალავს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"