"ვიტ ჯორჯია": გამარჯვება ახალწვეულთა გოლებით პირველ სპარინგში

AutoSharing Option
დედაქალაქურმა "ვიტ ჯორჯიამ", რომელიც სეზონის განახლებისთვის ემზადება, პირველი საკონტროლო მატჩი გამართა და II ლიგის ბინადარ "მარკ სტარსს" 2:1 მოუგო (პირველი ტაიმის შემდეგ ქვედალიგელი 1:0-ს იგებდა).

ამ შეხვედრაში ვიტელთა დამრიგებელმა ზურაბ ბერიძემ შერეული შემადგენლობა ათამაშა. გუნდის მთავარი მწვრთნელის ძირითადი მიზანი პოტენციურ ახალწვეულებზე დაკვირვება იყო.

მთლიანობაში, ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ დაუტოვებიათ ურიგო შთაბეჭდილება, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ყველა მათგანი გუნდში ვერ დარჩება.

აღსანიშნავია, რომ ვიტელთა შორის 17 წლის სამმა ფეხბურთელმა ითამაშა და ერთმა მათგანმა, ერეკლე ლებანიძემ, საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით ეფექტური
გოლიც შეაგდო. ამავე ასაკისაა მეორე გოლის ავტორი ლუკა იმნაძეც.

თამაში ტემპიანი და სახიფათო მომენტებით დახუნძლული გამოდგა.

ზურაბ ბერიძის გუნდმა "მარკ სტარსთან" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ისერგიშვილი (ყანჩაველი), ასკილაშვილი (დანელია), კალანდია, გიორგაძე (მერაბიშვილი), მოსიძე, ბერიძე (ბააკაშვილი), მაჭავარიანი, ბურნაძე (დადიანი), ხვისტანი (იმნაძე), კალაჯიშვილი (ქორიძე), კუხალეიშვილი (ლებანიძე).

20 იანვარს "ვიტ ჯორჯია" მორიგ სპარინგს გამართავს ზაქათალის (აზერბაიჯანი) "სიმურგის" დუბლშემადგენლობასთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული