ამას ვინ ჩივის: გუნდი საკუთარ სტადიონზეც ვერ თამაშობს და ფოთელი გულშემატკივრების მხარდაჭერას მონატრებულია. ასე განვლო საშემოდგომო ეტაპმა და ასე იქნება სეზონის ბოლომდე.
რაც შეეხება ფოთის "კოლხეთის" სტადიონ "ფაზისს", იყო დაპირებები, მაგრამ ხარისხიანი საფარის დაგების შემდეგ ტრიბუნების მოწყობას საშველი ვერა და ვერ დაადგა.
მშენებლობაზე
ბოლო ტენდერის გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "ხიდი" გახდა, რომელმაც "ფაზისზე" სამუშაოები უკვე განაახლა. სტადიონისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარია გამოყოფილი.
კლუბის დირექტორმა თემურ ბარქაიამ საინტერესო ამბავიც გაგვიმხილა:
"თუ გახსოვთ, "ფაზისზე" 2014 წელს სუპერთასის მატჩი უნდა გამართულიყო. სწორედ მაშინ ფეხბურთის ფედერაციიდან იყო დაპირება, რომ რეკონსტრუქციის შემთხვევაში, სტადიონზე ახალგაზრდულ ნაკრებს ათამაშებდნენ.
სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კი პირდაპირ გვითხრა - თუ კარგი სტადიონი აშენდება, სუპერთასს ყოველ წელს ფოთი უმასპინძლებსო.
იმედია, მშენებლობა ახლა მაინც არ შეჩერდება და "კოლხეთი" საკუთარ არენას დაუბრუნდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყოველ წელსოოოო :))))))))))
ამას ყველაზე მიამიტი ბავშვიც არ დაიჯერებს და ამას რატომ სჯერა?:))))