09:57 04-02-2015
დინამო (თბ)-სპარტა 1:3 - ჰრდლიჩკას მინუსი, მანუელს პლუსი [VIDEO]
AutoSharing Option
შეგახსენებთ, რომ მანამდე თბილისის "დინამომ" ფრედ (1:1) ითამაშა ავსტრიულ "შტურმთან", უკრაინულ "ვორსკლასთან" კი 0:1 წააგო.
სამწუხაროდ, ამ ორივე მატჩში დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანა ვერ მოახერხა: ტრავმების გამო "შტურმთან" და "ვორსკლასთან" არ უთამაშიათ გიორგი პაპუნაშვილს, ლაშა შერგელაშვილს და გიორგი ჩირგაძეს, ისევე, როგორც დინამოელთა ახალწვეულს, "ზესტაფონიდან" გადმოსულ ცენტრალურ მცველ რენე ფერეირას, რომელიც ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.
3 თებერვალს ამ ოთხეულს "დინამოს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი, საყრდენი ნახევარმცველი მათე ცინცაძე შეემატა, რომელმაც ასევე ინდივიდუალურად ივარჯიშა და "სპარტასთან" საკონტროლო მატჩის გამოტოვება მოუწია.
ჯერ ჩეხოსლოვაკიაში, მერე კი ჩეხეთში "სპარტას" კონკურენტი, ფაქტობრივად, არც ჰყოლია და საჩემპიონო ტიტულების რაოდენობით არც ერთ გუნდს ახლოსაც არ უშვებდა. მხოლოდ ბოლო წლებში გამოჩნდა სერიოზული მეტოქე "პლზენის" სახით და ასეთივე სიტუაციაა მიმდინარე სეზონშიც - ამ მომენტისთვის "სპარტა" 1 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ "პლზენს".
"დინამოს" მეტოქის ამბიციურ მიზნებზე ის ფაქტიც მოწმობს, რომ ახლახან "სპარტაში" სინჯებზე მიიწვიეს 29 წლის ჰოლანდიელი ფორვარდი ოტმან ბაკალი, რომელმაც "დინამოსთან" საკონტროლო მატჩში 65-ე წუთიდან ითამაშა. ბაკალიმ "სპარტას" კიდევ ერთი ახალწვეული, 23 წლის ალბანელი ჰეროლინტ შალა შეცვალა, რომელმაც გუშინდელ მატჩში ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში "დინამომ" შალას მიერ 35-ე წუთზე გატანილი გოლი გაქვითა - თავი მანუელმა გამოიჩინა. საგოლე შეტევისას საბა ლობჟანიძემ იაქტიურა, ვისგანაც ბურთი სწორედ ესპანელმა ფორვარდმა მიიღო, მცველი ჩამოიცილა და დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად დაარტყა - 1:1.
სამწუხაროდ, ოთხ წუთში ლადისლავ კრეიცლიმ "სპარტა" კიდევ ერთხელ დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი დინამოელთა მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკას უხეშ შეცდომას მოჰყვა. 82-ე წუთზე კი ბორჟეკ დოჩკალმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"დინამომ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, ჭანტურია, გველესიანი (77. ტაბატაძე), თოთაძე - ბუკორაცი (46. ჯანელიძე), პარუნაშვილი - ჯიღაური (70. კიტეიშვილი), ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე (83. გუგა) - მანუელი (77. მიქელთაძე).
მომდევნო საკონტროლო მატჩს "დინამო" 6 თებერვალს, სლოვენიის ჩემპიონატის ლიდერ "დომჟალესთან" გამართავს.
ტიტულოვანთა ბრძოლა ჩეხების სასარგებლოდ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ლორიას დაანებონ თავი, ვეღარ განვითარდება საქართველოში, საბერძნეთში სერიოზული მსურველები ყავს (ოლიმპიაკოსი) და იქიდანაც იმედი მაქვს გადავა უკეთეს გუნდში
0
0
ამაზე უკეთესი მეკარეები არ გვყავს საქართველოში???
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული