დილა-იანგ ბოიზი 1:0 - პირველი და საამაყო გამარჯვება თურქულ შეკრებაზე

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის "დილამ" პირველი გამარჯვება შვეიცარიის ტიტულოვან "იანგ ბოიზთან" მოიპოვა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა 6 თებერვალს გამართულ შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. პირველივე წუთებიდან გორელებმა აგრესიული და შემტევი ფეხბურთი შესთავაზეს მეტოქეს. უკვე შეხვედრის მე-2 წუთზე მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, გიორგი ერისთავის გადაცემით ირაკლი მოდებაძე აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმცა შვეიცარიელთა მეკარემ გუნდის გადარჩენა ეფექტური თამაშით მოახერხა.

შეხვედრის მე-5 წუთზე გიორგი თექთურმანიძემ მისსავე ნახევარზე ორთაბრძოლა მოიგო და ბურთო ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ მოდებაძეს გადააწოდა, რომელსაც ამჯერადაც მეკარემ აჯობა.

მე-10 წუთზე "დილამ" მორიგი ეფექტური იერიში წამოიწყო. მოედნის ცენტრში გათამასებული კომბინაციის შემდეგ, მარცხენა ფლანგზე ბურთი ერისთავს მიუვიდა, რომელმაც შეტევაში კარგად ჩართული სამხარაძე მოძებნა, ვინც სწრაფადვე ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ მოდებაძეს გაუკეთა გადაცემა, რომლის დარტყმულიც ძელმა აისხლიტა, ხოლო დამატებაზე თექთურმანიძემ ყველას დაასწრო და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა - 1:0.

მე-14 წუთზე შვეიცარიელებმა გორელთა კარის ხარიხა შეაზანზარეს. პირველი ნახევრის შუა წელიდან შეხვედრა გათანაბრდა. ბურთი მეტწილად მოედნის ცენტრში მოძრაობდა. პირველი ტაიმის მიწურულს, გორელებმა სცადეს რამოდენიმე შეტევის განხორციელებმა. 44-ე წუთზე მოდებაძის შორეული დარტყმა ოდნავ აცდა მეტოქის კარს.

მეორე ნახევარში უჩა სოსიაშვილმა რამოდენიმე ცვლილებას მიმართა და მეორე ტაიმის მსვლელობის დროს "დილამ" სახეცვლილი შემადგენლობით გააგრძელა თამაში. პირველი წუთები თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა. როგორც "დილა", ასევე "იანგ ბოიზი" შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას.

65-ე წუთზე გორელთა კართან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, რომელიც მცირედით აცდა მიგინეიშვილის კარს.

მეორე ტაიმის მეორე ნახევრიდან "დილამ" კვლავ მოუმატა ტემპს. შეხვედრის 71-ე წუთზე გორელიშვილმა მარცხენა ფრთიდან მიიღო ბურთი და მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა რომან ახალკაცი, რომლის დარტყმულიც მეკარემ კუთხურზე სასწაულებრივად მოიგერია.

შეხვედრის მე-80 წუთზე ანგარიშით გაზრდის კარგი შანსი ჰქონდა ბაგაევს, თუმცა მისი თავურის შემდეგ ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუარა კარის ჩარჩოს.

შვეიცარიელები ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა "დილას" მცველები და მეკარე საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდნენ.

85-ე წუთზე გორელებმა ანგარიშის გაზრდის კიდევ ერთი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, როდესაც მიხეილ გორელიშვილის დარტყმული შვეიცარიელთა მეკარემ მოიგერია.

"დილამ" მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: მიგინეიშვილი, კვახაძე, ხიდაშელი, ჯაფარიძე, სამხარაძე, თექთურმანიძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, ერისთავი, გვალია, მოდებაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბაგაევი, მარიჩი, ხურცილავა, სეთურიძე, ჭეჭელაშვილი, რაზმაძე, გორელიშვილი, ახალკაცი, მელქაძე.

მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გორის "დილა" 9 თებერვალს რუმინული ბუქარესტის "რაპიდის" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია www.fcdila.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
გენაცვალეთ გულში ბიჭებიიიიი,ლომები ხართ ნაღდი.დილააააააააააააა....
gori
12:12 07-02-2015
0
დაწერეთ რო იანგ ბოისის ახალგაზრდულ გუნდს ეთამაშნენ რას აგიჟებთ ამ ხალხს.იანგ ბოისის ძირითადი გუნდი დღეს თამაშობს შვეიცარიის ჩემპიონატში და ბელეკში კიდე U21 და U18 გუნდები გადიან შეკრებას,გადაამოწმეთ ხოლმე ინფორმაცია ...
g_uro
16:42 07-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული