ზესტაფონი-სტუ ნორჩი დინამო 4:3 - აქეთ დუბლი, იქით დუბლი

AutoSharing Option
გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა "ზესტაფონმა" თბილისის ზღვასთან მდებარე საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ტესტ-მატჩი გამართა და პირველი ლიგის ბინადარი "სტუ ნორჩი დინამო" 4:3 დაამარცხა.

7 თებერვალს ჩატარებულ შეხვედრაში ზესტაფონელთაგან თავი გიორგი ილურიძემ (დუბლი), დავით რაჟამაშვილმა და გურამ სამუშიამ გამოიჩინეს, სტუდენტთაგან კი გოლები დათა მიქაძის (დუბლი) და ლევან მაჭავარიანის ანგარიშზეა.

ზესტაფონი: კუპატაძე, მთივლიშვილი, რობაქიძე, ხიზანეიშვილი, ვ. ხორგუაშვილი, ნემსაძე, გაჩეჩილაძე, რაჟამაშვილი, პ. ხორგუაშვილი, სამუშია, ჯერემია; შეცვლაზე შევიდნენ: ზუროშვილი, ბენაშვილი, ქურდაძე, ლომაია, მჭედლიშვილი, მარაქველიძე, გაგოშიძე, შენგელია, მესხი, ხაბელაშვილი, ილურიძე.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას "ზესტაფონი" 11 თებერვალს რუსთავის
"მეტალურგის" წინააღმდეგ გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული