"ამ ეტაპისთვის "დინამოზე" ძლიერი "სპარტაა", დანარჩენებს კი არაფერში ჩამოვრჩებით"

AutoSharing Option
სამშობლოში გამომგზავრების წინ თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა კლუბის ოფიციალურ საიტთან თურქული შეკრება შეაფასა:

"შეკრებაზე ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული - სავარჯიშო მოედნები, აღდგენითი საშუალებები, სასტუმრო, კვება.

მოგეხსენებათ, რომ "დინამოში" ბევრი ახალი ფეხბურთელია და, აქედან გამომდინარე, ამ შეკრებაზე დიდი ყურადღება დაეთმო ახალწვეულთა შეთამაშებას...

ძირითადი აქცენტი გაკეთებული გვქონდა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებასა და ტაქტიკური მონახაზის დახვეწა-დამუშავებაზე.

საკონტროლო მატჩებს ორჯერადი ვარჯიშების ფონზე ვატარებდით. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ სასარგებლო სპარინგები ჩავატარეთ, განსაკუთრებით კი, "შტურმთან" და "სპარტასთან".

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპისათვის "სპარტა" ჩვენზე
ძლიერი გუნდია კლასითაც და გამოცდილებითაც... აი, დანარჩენ მეტოქეებს კი არაფერში ჩამოვრჩებით.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო ვერ ითამაშეს პაპუნაშვილმა, ჩირგაძემ და შერგელაშვილმა, რომლებიც ინდივიდუალურად ემზადებოდნენ. ყველა სხვა დანარჩენ ფეხბურთელს თამაშის საშუალება ჰქონდა.

ახალწვეულებიც ძალიან მონდომებულნი იყვნენ და მომზადების ამ ეტაპზე ზოგიერთმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ზოგიერთისგან კი უფრო მეტს ველოდით... ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ახალწვეულები "დინამოს" გამოადგებიან.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა ეს შეკრება კარგად ჩაატარა - თითოეული ფეხბურთელი ძალიან დიდი მონდომებითა და ნაყოფიერად ემზადებოდა და მეც კმაყოფილი დავრჩი მათ მიერ გაწეული მუშაობით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო(თბ)-ილიჩევეცი 0:0 - უგოლო დასასრული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეჰ რა დალევს ბოღმა ხალხს......საღოლ დინამო საშუალო ევროპულ დონეს უახლოვდებით..გენაცვალეთ
მედასხვა
11:44 11-02-2015
0
ეხ, თქვენთვის ფეხბურთი მუშაობა, რომ არის და არა ხელოვნებას მიახლოებული საქმიანობა იმიტომ თამაშობთ უსახურ ფეხბურთს და ამიტომ აქცია ზურგი ფეხბურთს მაყურებელმა, მაგრამ თქვენ მაყურებელი ხომ არ გაინტერესებთ, მთავარია პრემი-ხელფასები აიღოთ და ამით კმაყოფილები ხართ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული