10:34 10-02-2015
დინამო(თბ)-ილიჩევეცი 0:0 - უგოლო დასასრული [VIDEO]
AutoSharing Option
თბილისში წამოსვლამდე კახა გოგიჩაიშვილის დამოძღვრილმა გუნდმა 9 თებერვალს ბოლო საკონტროლო მატჩი უკრაინული პრემიერლიგის გუნდთან, "ილიჩევეცთან" ჩაატარა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ეს სეზონი სწორედ ამ გუნდში დაიწყო 25 წლის დავით თარგამაძემ, რომელიც "ილიჩევეცში" დონეცკის "შახტარიდან" არის განათხოვრებული.
თარგამაძე ამჟამად "ილიჩევეცთან" ერთად არც შეკრებაზე იმყოფება და საერთოდაც, ამ გუნდში აღარ არის. სამაგიეროდ, გუშინდელ სპარინგში "დინამოს" წინააღმდეგ მარიუპოლელთა გუნდში მეორე ტაიმი ითამაშა ჩვენმა თანამემამულემ და უკრაინის მოქალაქემ, 19 წლის მცველმა ზურაბ ოჩიგავამ.
..."ილიჩევეცთან" მატჩში, ისე, როგორც ანტალიაში ჩატარებულ წინა საკონტროლო შეხვედრებში, დინამოელთა შემადგენლობაში ტრავმების გამო კვლავაც ვერ ითამაშეს გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა შერგელაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ.
თვითონ მატჩი კი დაძაბული გამოდგა და დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ლაშა თოთაძეს, ვახტანგ ჭანტურიშვილს, მანუელს (სამივეს - პირველ ტაიმში), გუგას, ბექა მიქელთაძესა და ისევ ვახტანგ ჭანტურიშვილს გოლის გატანამდე მცირედი დააკლდათ.
"დინამომ" ბოლო სპარინგი ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ჰრდლიჩკა - კაკაბაძე (86. გველესიანი), რენე ფერეირა, ჭანტურია, თოთაძე (46. ტაბატაძე) - ცინცაძე - ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი (74. გუგა), პარუნაშვილი, ლობჟანიძე (86. მიქელთაძე) - მანუელი (60. უგულავა).
შეგახსენებთ, რომ "დინამო" თურქეთში 26 იანვარს გაემგზავრა და "ილიჩევეცამდე" 5 საკონტროლო მატჩი გამართა: ავსტრიულ "შტურმთან" 1:1 ითამაშა, უკრაინულ "ვორსკლასთან" 0:1 წააგო, ჩეხეთის "სპარტასთან" - 1:3, უზბეკურ "ნასაფს" 1:0 მოუგო, ხოლო პოლონურ "კორონას" - 2:0.
2015 წლის პირველ ოფიციალურ მატჩს "დინამო" 18 თებერვალს ჩაატარებს: დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში სტუმრად "გორის დილასთან".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მომენტებიდან რაც ჩანს ცუდად არ უთამაშია დინამოს, ვნახოთ რა იქნება წესით კარგი მეორე წრე უნდა იყოს ;)
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული