11:10 11-02-2015
ტორპედო-ბოტევი 1:1 - მშვიდობიანი დასასრული [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, მეორე ტაიმის ბოლოს კი ბულგარელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რაც ივან ცვეტკოვმა უნაკლოდ შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.
ტორპედო: შეყრილაძე, ჭელიძე, გურამ ადამაძე, მირცხულავა, ჩიკვილაძე, ქებაძე, კირკიტაძე, კლიმიაშვილი, ტუღუში, საბანაძე, ზივზივაძე; შეცვლაზე: ტყეშელაშვილი, იოსელიანი, მახვილაძე, კილასონია, ადამაშვილი, მამასახლისი, გოგიჩაიშვილი, ბაბუნაშვილი, კვასხვაძე, ხურციძე, კვარაცხელია.
"ტორპედო" თურქულ შეკრებას 11 თებერვალს დაასრულებს, 12-ში კი სამშობლოში დაბრუნდება. დარასელია ფეხბურთელებს ერთი დღე დაასვენებს და 13 თებერვლიდან გააგრძელებს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩისთვის მზადებას, რომელსაც "ტორპედო" 18 თებერვალს, სტუმრად "სამტრედიასთან" გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული