"ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა თურქული შეკრება შეაფასა:
"ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და ვიცოდით, რომ შეკრებაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევდა. მხოლოდ პირველ სპარინგში ვიმარჯვეთ, მაგრამ შეკრებები იმისთვისაა, რომ გუნდი საფუძვლიანად მოემზადოს, ოპტიმალური შემადგენლობა შეირჩეს და ტაქტიკური მონახაზი დამუშავდეს.
ჩვენ კიდევ გვჭირდება გაძლიერება.
დარასელია რომ გაძლიერებას გეგმავს, ამაზე ეს ფაქტიც მეტყველებს: ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა გიორგი ქიმაძე, რომელიც 4 წლის განმავლობაში საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობდა, ბოლოს კი ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედაც ჩამოყალიბდა.
23 წლის ქიმაძე ქუთაისური ფეხბურთის აღზრდილია. მას მარცხენა მცველად ათამაშებდნენ, საყრდენის როლიც მოურგია და შემტევი ნახევარმცველის ფუნქციაც შეუსრულებია. ქიმაძე ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი პერსპექტიული ფეხბურთელია, რაც ევროთასებზე საჩხერელთა გამოსვლის დროსაც გამოჩნდა.
დარასელიამ მიზნებზეც ილაპარაკა:
"18 თებერვალს სეზონი თასის მატჩით განახლდება. საწყისი თამაშები ყოველთვის რთულია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სეზონი კარგად დავიწყოთ.
ჩემპიონატში რთული სატურნირო მდგომარეობა გვაქვს, რაც "ტორპედოს" ნამდვილად არ ეკადრება. ამიტომ ვეცდებით, მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თასზე მას დიდი ალბათობიოთ სამტრედია გამოაგდებს, სამეულში კი ისედაც 8 გუნდი იკლავს თავს.
ჯამში კი საინტერესო ჩემპიონატი გამოდის!