ანგარიში ფოთელთა ახალწვეულმა, 19 წლის თავდამსხმელმა ლევან შენგელიამ გახსნა. ტაიმის ბოლოს შოთა ჯიქიამ სხვაობა ორამდე გაზარდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ომარ გოგონაიამ სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა.
ლანჩხუთელებმა ერთადერთი საპასუხო გოლი 73-ე წუთზე გაიტანეს - ფოთელთა კარში დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა თორნიკე მოსიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ "გურიის" ფორმით პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრებისა და "ზესტაფონის" ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსი ბენაშვილმა, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.
გურია: თებიძე, ჭეიშვილი, ბელოვი,
კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, ლ. კაკულია, გოგონაია, თ. კაკულია, გურეშიძე, ამბროლაძე, შენგელია, ჯიქია; შეცვლაზე: ძაგანია, გაბისკირია, გუგუშვილი, ნ. სიჭინავა, ქორჩილავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"