გიორგი გაბედავა: მაქსიმუმ, ორი კვირა დავისვენებ და მოედანს დავუბრუნდები

AutoSharing Option
თურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა "სამტრედიამ" "ეროსი მანჯგალაძეზე" პირველლიგელ "მერცხალთან" ამხანაგურად ითამაშა.

პირველი ტაიმი ოზურგეთელებმა მოიგეს. შესვენების შემდეგ სამტრედიელები გამოცოცხლდნენ. მატჩის მიწურულს სტუმართა მცველმა ილია კერძევაძე მოცელა. ამ უკანასკნელმა პენალტი თავად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.

სამტრედია: თევდორაძე - თ. გრიგალაშვილი, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია - ბეჭვაია, დათუნაიშვილი - შარიქაძე, გორგიაშვილი, თევზაძე - ქანთარია; შეცვლაზე: მუჯრიშვილი, კაკუშაძე, ოლხოვი, შალიკაშვილი, ბაკურაძე, შ. კერძევაძე, ბოლქვაძე, კიკაბიძე, შილაკაძე, ი. კერძევაძე, კაპანაძე.

ეს იყო ზაზა ზამთარაძის გუნდის ბოლო საკონტროლო მატჩი სეზონის განახლებამდე. მოედანზე არ გასულა თავდამსხმელი
გიორგი გაბედავა
და ბუნებრივია, დავინტერესდით, რატომ არ ჩანდა ის მოსამზადებელი ეტაპის სხვა სპარინგ-მატჩებშიც.

"კუნთი მაწუხებდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და თურქულ შეკრებამდე, ჯერ კიდევ თბილისში ვარჯიშის დროს, ისეთი ტკივილი ვიგრძენი, მივხვდი, რომ სამკურნალო იყო.

გუნდს შეკრებაზე კი გავყევი, თუმცა მხოლოდ ინდივიდუალურად ვემზადებოდი. ერთადერთი, "ტერეკთან" ვითამაშე, მაგრამ მათთანაც მოედანზე სულ 15 წუთით გავედი.

სერიოზული არაფერია - მაქსიმუმ, ორი კვირა დავისვენებ, მოვირჩენ და მოედანს დავუბრუნდები", - გვითხრა გაბედავამ.

დავინტერესდით, ვინ არის ვალერი ოლხოვი, რომელიც "მერცხალთან" სპარინგში გამოჩნდა. თავიდან, ის ლეგიონერი გვეგონა, მაგრამ...

"ოლხოვი? არ არის ლეგიონერი, ვალერი სამტრედიელია და ჩვენს 17-წლამდელთა გუნდში თამაშობდა. ნიჭიერი ბიჭია და ამხანაგურ შეხვედრაში თავის გამოჩენის შანსი მისცეს", - განგვიმარტა "სამტრედიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თემურ ბოჭორიშვილმა.

18 თებერვალს "სამტრედია" სეზონს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედოსთან" საშინაო მატჩით განაახლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგიმ გენაცვალე შენ თუკი პასის მიცემა არ ისწვალე და ბურთის გატანა,სხვანაირად დიდხანს არ დაგტოვებენ სამტრედიაში,არადა მონაცემები კი გაქვს მაგრამ საკუთარ თავს უნდა მოერიო, დროებითი გამორბწყინებებით შორს ვერ გაფრინდები. სამტერდია გრძელვადიანი პროექტია სადაც დიდი ინვესტიციები მოვა და იაფ ფეხბურთელებს ადგილი არ ექნებათ,ეს ყველამ უნდა გაიგოს დღესვე.
ჯანგო
17:16 17-02-2015
0

სიახლეები პოპულარული