საჩხერის "ჩიხურამ" თურქული შეკრება დაასრულა და საქართველოში დაბრუნდა. 18 თებერვალს გუნდი რუსთავს ესტუმრება და საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში "მეტალურგს" შეხვდება.
"ლელო" უკვე წერდა, რომ "ჩიხურა" ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთმა საკვანძო მოთამაშემ, გიორგი ქიმაძემ დატოვა და ქუთაისის "ტორპედოს" მიაშურა. ახლა კი შევიტყვეთ, რომ "ჩიხურა" კიდევ ერთმა მოთამაშემ დატოვა - ზვიად სიხარულია საგაზაფხულო ეტაპიდან ლანჩხუთის "გურიაში" გააგრძელებს კარიერას.
22 წლის ნახევარმცველი "ზუგდიდის" გაზრდილია, სადაც 2009-14 წლებში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების, ასევე,
სეზონის დაწყებამდე ორი დღით ადრე იმ ფეხბურთელების წასვლა, რომლებმაც მოსამზადებელი ეტაპი გუნდთან ერთად გაიარეს, არაორდინარული მოვლენაა. ამიტომაც დავინტერესდით, რატომ დატოვეს ფეხბურთელებმა "ჩიხურა"?
"სიხარულია ჩვენთან რომ მოვიდა, ეტყობოდა, ტრავმის გამო დიდი დრო ჰქონდა გაცდენილი. ის ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა. ახალგაზრდა კაცია, თამაში უნდა და ბუნებრივია, იქ წავიდა, სადაც მეტი შანსი ექნება.
რაც შეეხება ქიმაძეს, მას კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ქუთაისში თამაში გადაწყვიტა. ალბათ, "ტორპედომ" უკეთესი პირობები შესთავაზა, თანაც, ქუთაისში გაზრდილი ბიჭია და გზაც დავულოცეთ.
ცხადია, მისი წასვლა დანაკლისია, მაგრამ ვისაც "ჩიხურაში" თამაში არ უნდა, ძალით ვერ გავაჩერებთ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და არაფერი მიკვირს. მწვრთნელიც ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. ზამთრის პაუზისას სხვა დანაკლისი არ გვქონია", - ამბობს "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"