მხოლოდ ფეხბურთი! ვანო კურდღელაშვილმა "ფეისბუქის" გვერდიც კი გააუქმა

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯია" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ცხრილის ფსკერზეა, თუმცა ვისაც "ვეტერინართა" თამაში ერთხელ მაინც უნახავს, დაგვეთანხმება - ამ გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ირჯება, ახლო მომავალში ქართულ ფეხბურთს მათი იმედი რომ უნდა ჰქონდეს.

ერთ-ერთი ასეთი ვანო კურდღელაშვილია - 19 წლის შუახაზელი, ვისაც ემარჯვება მოხდენილი პასები თუ ფინტები, ბურთს ფეხზე იწებებს და მაგრადაც იბრძვის.

ჩვენი პირველი ინტერვიუ კი მას შემდეგ შედგა, რაც საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ტურში ტანმორჩილმა შემტევმა დუბლი (თან ორივე თავურით) შეუსრულა მარტვილის "მერანს".

- როგორ მოხვდით პროფესიულ ფეხბურთში?
- 8 წლიდან
თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიაში ვთამაშობდი. მერე იყო "ვიტ ჯორჯიას" დუბლები, რასაც ძირითად გუნდში დაწინაურება მოჰყვა.

- თავს კომფორტულად რომელ პოზიციაზე გრძნობთ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თამაშის დროს, პრაქტიკულად, მოედნის ყველა მონაკვეთზე ხართ...
- შუა ნახევარმცველად. ანუ იქ, სადაც ბურთი უნდა გაათამაშო, სადაც მეტი კონტაქტი მაქვს ბურთთან.

- ბურთი მხოლოდ მინდორზე გიყვართ თუ...
- არა, სულ ბურთთან ერთად ვარ... მივხვდი, რაც მკითხეთ...

- ბევრი ძალზე ნიჭიერი ფეხბურთელი ვიცით, ჭაბუკობის მერე შესაძლებლობები რომ ვერ გამოავლინა...
- დღეს მართლაც ბევრია ასეთი მაგალითი. ჩემთვის არის ფეხბურთი და მხოლოდ ფეხბურთი! ცოტა ხნის წინათ "ფეისბუქის" პირადი გვერდიც კი გავაუქმე.

- რატომ?
- ბევრი დრო მიჰქონდა. გადავწყვიტე, მთლიანად მივუძღვნა თავი ფეხბურთს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ნაკლი?
- დასახვეწი ბევრი მაქვს. ჩემი აზრით, მთავარი ნაკლი მაინც არასაკმარისი ფიზიკური მომზადებაა. ვმუშაობ საკუთარ თავზე, მწვრთნელების ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებ.

- "საყვარელი" ფეხი თუ გაქვთ?
- უფრო მარცხენა, თუმცა მარჯვენათიც უპრობლემოდ ვთამაშობ.

- "მერანს" ორი გოლი თავით გაუტანეთ. არადა, უფრო "ქვემოდან" გიყვართ თამაში...
- ასეა, თუმცა ვარჯიშებზეც ხშირად გამიტანია თავით. საერთოდ, ჩვენთან ვარჯიშზე დიდი ყურადღება ეთმობა თავით თამაშს.

- თქვენს ასაკში თვალი ბევრს საქართველოდან გაქცევაზე უჭირავს...
- კიდევ ერთი წელი დამრჩა "ვიტ ჯორჯიასთან" კონტრაქტით და სიმართლე გითხრათ, სხვა არაფერზე ვფიქრობ. ჯერ ჩემი სათამაშო აქ უნდა ვითამაშო, მოვხვდე ასაკობრივ ნაკრებში... სიჩქარით არავის მოუგია.

- თქვენი საფეხბურთო ოცნება?
- ვითამაშო საქართველოს ნაკრებში და ჩემი ოცნების გუნდში - ლისაბონის "ბენფიკაში".

- "ბენფიკაში"?
- დიახ. არც "რეალი" და არც "ბარსელონა"! მიყვარს "ბენფიკა" შემტევი სტილისა და განსაკუთრებული ტექნიკის გამო. ამ გუნდის დიდი ქომაგი ვარ.

- საქართველოს არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ გითამაშიათ?
- არა.

- კარიერაში ყველაფერი წინ გაქვთ, მაგრამ ამ ეტაპზე გამოსარჩევ მატჩს ხომ არ გაიხსენებდით?
- რამდენიმე დღის წინ იყო "ცხინვალთან" საქართველოს თასის მატჩი. თუ გახსოვთ, გამარჯვების გოლი მე გავიტანე და 5:4 მოვიგეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვანოო, წარმატებებს და საოცნებო გუნდში მოხვედრას გისურვებ, ჩემო კარგო!
ნათია
23:11 16-03-2015
0
რა კითხვები უნდა დაესვა აბა? ნუ ბოღმაობ
heheheeee
16:39 24-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული