რევაზ ჩელებაძეს "შუქურაში" ბრაზილიიდან ყველა მოჰყავს, ზე რაფაელის გარდა...

AutoSharing Option
ფოტოზე: რევაზ ჩელებაძე და "კურიტიბას" პრეზიდენტი როჟერიო ბასელარი
"ლელო" წერდა, რომ ბრაზილიაში ვიზიტის დროს ქობულეთის "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე იქაური სერია A-ს (უმაღლესი ლიგა) "კურიტიბასთან" თანამშრომლობაზე შეთანხმდა და ხელშეკრულებაც გააფორმა, რისი ძალითაც ბრაზილიელებს ქართული კლუბისთვის ოთხი მოთამაშე სამთვიანი იჯარით უნდა დაეთმოთ.

ლაპარაკი იყო ნახევარმცველებზე - ლუის გილერმე დორნელესზე (იგივე ლუიზინიო), ფილიპეზე, ჟოზე რაფაელ ვივიანსა (ზე რაფაელი) და თავდამსხმელ პაულო ვიქტორზე, მაგრამ, როგორც ჩელებაძე ამბობს, ერთი მათგანი ვერ ჩამოვიდა.

"ყველა ჩამოვა, გარდა ზე რაფაელისა. არადა, ის ყველაზე მეტად მომეწონა. როგორც შემდეგ
გაირკვა, გარკვეული საკითხების დროულად მოგვარება ვერ ხერხდებოდა, თორემ დარწმუნებული ვარ, ზე რაფაელი საქართველოს ჩემპიონატს სიცოცხლეს შემატებდა. ძალიან მაგარი ფეხბურთელია, ისეთი, როგორიც ბრაზილიელი წარმოგვიდგენია.

ამის მიუხედავად, ქობულეთში მეოთხე ბრაზილიელი მაინც ჩამოვიყვანე, ოღონდ ის 1996 წელსაა დაბადებული და დუბლშემადგენლობაში ითამაშებს", - გვითხრა ჩელებაძემ.

"შუქურას" თავკაცი მიიჩნევს, რომ ლეგიონერების ჩამოყვანა ადგილობრივი ფეხბურთელების გაზრდას შეუწყობს ხელს:

"აჭარის ხელისუფლება "შუქურას" ფულს იმიტომ აძლევს, რომ ქობულეთში ფეხბურთი განვავითაროთ. იმაზე უკეთესად კი ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია, როცა ბრაზილიის უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები ჩამოგყავს.

მათ გვერდით ჩვენი ბავშვები მეტს ისწავლიან და გაიზრდებიან. შესაბამისად, ხალხიც სტადიონზე ივლის და ქობულეთი უფრო გამოცოცხლდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქობულეთის "შუქურა": ესეც ახალი ბრაზილიელები!
"შუქურა" "კურიტიბას" პარტნიორი გახდა, ქობულეთში ბრაზილიელები მოდიან!
მკითხველის კომენტარები / 3 /
საერტოდ აზრზე არარიან მაგათმა ჩვენებს რა უნდა ასწავლონ კარგიტთ რა
markusi
01 მარტი 2015 10:36
0
1 წლიანი იჯარა გააფორმეთ ზაფხულში, და ცოტა გუნდიც აეწყობა. 3 თვე რა არის ტო, ტეხავს:)) დამწყდა გული, თუ მართლა ასეთი კარგი იყო ის ფეხბურთელი და ვერ ჩამოიყვანეთ.
SHUKOVANI
28 თებერვალი 2015 04:35
0
შეეცადეთ რომ მაგათთანაც არ შევრცხვეთ,არა სპორტული თვალსაზრისით,არამედ ადამიანური თვალსაზრისით სტუმართმოყვარე საქართველოვ!
bacho
27 თებერვალი 2015 15:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული