სანამ მათემატიკური შანსი იქნება, ვიბრძოლებთ - "ვიტ ჯორჯია" თენგიზ კობიაშვილმა ჩაიბარა

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, ზურაბ ბერიძე "ვიტ ჯორჯიის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. გამოცდილმა სპეციალისტმა თანამდებობა "ცხინვალთან" თასის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში დამარცხების (1:4) შემდეგ დატოვა.

10 მარტს გადაწყდა, რომ ბერიძის მემკვიდრე "ვიტ ჯორჯიის" ყოფილი მცველი, 39 წლის თენგიზ კობიაშვილი იქნება, რომელიც ბოლოს "ვეტერინართა" ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა. ახლა კი მისი ამოცანაა, "ვიტ ჯორჯია" პირველ ლიგაში დაქვეითებისგან იხსნას:

"უმოკლეს დროში უნდა გავწიოთ დიდი სამუშაო. ცოტა იღბალი, ბევრი შრომა და... ყველაფერი შესაძლებელია. ფეხბურთელები თავს განწირულებად არ მიიჩნევენ. კალენდარიც საჩვენოა. სანამ მათემატიკური შანსი იქნება, ვიბრძოლებთ.

ვესაუბრე კლუბის
პრეზიდენტ გურამ რუხაძეს. დიდი გეგმები გვაქვს. ესაა ხანგრძლივ ვადაზე გათვლილი პროგრამა.

წინა სეზონში ძლივს გადავურჩით გავარდნას და სწორედ მაშინ უნდა გვეთქვა, რომ ყველაფერი კარგად არ არის", - გვითხრა ვიტელთა ახალმა მწვრთნელმა, რომელიც A-ლიცენზიის მფლობელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული