ლექსო კვახაძე 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 600-ლარიანი ჯარიმით დაისაჯა

AutoSharing Option
16 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკური კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელმაც სამი სანქცია გამოიტანა.

3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა გორის "დილას" ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე. შეგახსენებთ, რომ მან წითელი ბარათი მიიღო თბილისის "დინამოსთან" ამასწინანდელი სათასო შეხვედრისას. გარდა ამისა, "დილას" ერთ-ერთი ლიდერი ჯარიმის სახით 600 ლარსაც გადაიხდის. კვახაძეს ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციაც გამოუწერეს.

თერჯოლის "საპოვნელას" მთავარი მწვრთნელი მირიან გეწაძე მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 6-მატჩიან სასჯელს მოიხდის და 600-ლარიანი ჯარიმით დაისჯება. ისევე, როგორც კვახაძეს, იმერული კლუბის დამრიგებელსაც ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს.

და კიდევ ერთი ამბავი პირველი ლიგიდან
- "ადელმა" 4:1 რომ მოუგო "ჭიათურას", ამ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი ათამაშა და ტექნიკური მარცხი - 0:3 ჩაეთვალა. გარდა ამისა, ბათუმელთა სალარო 1000 ლარითაც შემსუბუქდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
600 lari?? azerbayjanshi 600 laria marto yvitel barats rom miiyebs pexburteli. sheadaret exla done.. :)
amin
14:23 17-03-2015
0
600 ლარი ?? აზერბაიჯანში 600 ლარია ყვიტელ ბარატს რომ მიიყებს ფეხბურთელი :) . შეადარეტ ეხლა დონე..
ამინ
14:34 17-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული