უმაღლესი ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ამ ტურის წინათქმაში ვივარაუდეთ, რომ წინას მსგავსად, ახლაც სერიოზული გადაადგილებები იყო მოსალოდნელი სატურნირო ცხრილში და ასეც მოხდა. ანუ, როგორც მოსალოდნელი იყო, მხოლოდ და მხოლოდ სამი გუნდი ("სამტრედია", "სიონი", "ვიტ ჯორჯია") არ შეიცვლიდა სასტარტო პოზიციას, დანარჩენებისგან კი ცხრილში ასვლა-ჩამოსვლას ველოდით.

რაც მთავარია, კვლავაც შეიცვალა ლიდერი: ტურის ცენტრალურ მატჩში გამარჯვების შედეგად ბათუმის "დინამომ" პირველ ადგილზე გადაინაცვლა (დამატებითი მაჩვენებლებით სჯობს "დილას")!

ამ ტურის მერე, ფაქტობრივად, გაირკვა, რომ "სამტრედიას" უმთავრესი პრიორიტეტი თასზე წარმატებული ასპარეზობა იქნება;

ასევე, თითქმის საბოლოოდ გაირკვა, რომ პირველ ლიგაში დაქვეითებისაგან "ვიტ
ჯორჯიას" მხოლოდ "საფეხბურთო ამნისტია" უშველის, ისე, როგორც "მეტალურგსა" და "ზესტაფონს" ელოდებათ უმძიმესი ფინიში.

საჩემპიონო რბოლა
წინა ტურში თბილისის "დინამომ" 12 დღით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა, მაგრამ ახლა სიტუაცია ისევ შეიცვალა და მოქმედი ჩემპიონი სულაც მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. სეზონის დასრულებამდე კიდევ 7 ტურია დარჩენილი და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ XXVI ჩემპიონატის ფინიში მეტად და მეტად საინტრიგო უნდა გამოდგეს.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კარგახნიანი პაუზის მერე ერთდროულად სამი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისათვის და ამათგან რომელს (ბათუმის "დინამო", "დილა", "დინამო თბილისი") უფრო მეტი შანსი აქვს, დარჩენილი 7 ტურის კალენდარი მეტ-ნაკლებად "დაგეხმარებათ" ამაში.

ჩვენი მხრივ კი, იმას დავძენთ, რომ შედარებით უკეთესი კალენდარი "დილას" აქვს, თანაც, 9 მაისს ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" ცენტრალური დაპირისპირებაც გველოდება.

აქვე, კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში, უმთავრესი პრიორიტეტი ურთიერთშეხვედრებია და ამ კომპონენტში ყველაზე უკეთეს სიტუაციაში ბათუმის "დინამოა" - შოთა ჭეიშვილის დამოძღვრილმა გუნდმა "დილას" ორივე მატჩი მოუგო; ამას გარდა, პირველ წრეში სტუმრად თბილისის "დინამოც" დაამარცხა.

თავის მხრივ, "დილას" აქვს უპირატესობა "დინამო თბილისთან" - შინ 0:0 ეთამაშა, სტუმრად კი - 2:2 .

ისე, "დინამო თბილისს" შესაძლოა, ძვირადაც დაუჯდეს ზედიზედ მესამე ფრე ჩემპიონატში...

არის ორი დუბლი!
წინა ტურში, შედეგიანობის მხრივ, სეზონის რეკორდი (31 გოლი) დამყარდა და ამას გარდა, ხუთმა ფეხბურთელმაც შეძლო "დუბლის" შესრულება. ამჯერად, შედეგიანობა საშუალოდ (მატჩში - 2 გოლი) უნდა შეფასდეს.

აი, რაც შეეხება "დუბლს", ამჯერად ორმა ფეხბურთელმა შეძლო თავის გამოჩენა: დისკვალიფიკაციამოხდილი ნიკა კაჭარავა "ცხინვალს" ორი გოლითა და საგოლე პასით შეეწია. აღსანიშნავია, რომ 21 წლის კაჭარავამ ჩემპიონატში თითქმის ხუთთვიანი პაუზის მერე გამოიჩინა თავი და უმაღლეს ლიგაში პირველი "დუბლი" შეასრულა.

ასევე პირველი "დუბლი" შეასრულა უმაღლეს ლიგაში "კოლხეთის" ახალგაზრდა მარცხენაფლანგელმა ლევან შენგელიამ, რომელიც მართლაც ჩინებულად მოერგო თავის ახალ გუნდს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის შენგელია "კოლხეთში" ამ ზამთრის პაუზის დროს ჩაირიცხა და მეორე წრეში ჩატარებულ შვიდ მატჩში უკვე 4 გოლი გაიტანა!

ყოჩაღი ზღვისპირელები და ახალი ჩელე
შუა კვირაში იმ ცხრილს შემოგთავაზებთ, სადაც ნაჩვენები იქნება უმაღლესი ლიგის გუნდების მეორე წრის "მონაგარი". წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ ამ "ახალ ცხრილში" აბსოლუტური ლიდერი ბათუმის "დინამოა", თუმცა ზამთრის პაუზის მერე არანაკლებ სიმპათიას იმსახურებს "კოლხეთისა" და "შუქურას" ასპარეზობაც.

ზაზა ინაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "კოლხეთმა" რამდენიმე გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა; გელა სანაიას დამოძღვრილმა "შუქურამ" კი VII ადგილზე გადაინაცვლა და ასე თუ გააგრძელა, ქობულეთელთა გუნდს... მეოთხე ადგილის დაკავების შანსიც ექნება!

აი, ასე: უმაღლეს ლიგაში 21-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებულ "შუქურას" ახლა უკვე ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი გაუჩნდა და ვინც ბოლო დროს ქობულეთელთა გუნდის თამაშს თვალს ადევნებს, დაგვეთანხმება, რომ ეს ამბიცია რეალობასთან ძალიან ახლოს არის.

რა თქმა უნდა, გაჭირვებულ "მეტალურგთან" დამაჯერებლად მოგება (3:1) ზედმეტად არ უნდა შეფასდეს, მაგრამ "შუქურას" შემტევი სტილი და კომბინაციური თამაში ყველა შემთხვევაში დასაფასებელია. გელა სანაიას გუნდს თითქმის ყველა რგოლში ჰყავს ლიდერი; ძალიან ძლიერი უკრაინელი ლეგიონერის, ანდრეი პუკანიჩის გამოცდილებაც წაადგა "შუქურას" (ისე, როგორც ბრაზილიელი ახალწვეულების ოსტატობა), მაგრამ ცალკე გვინდა ვთქვათ ქობულეთელთა კაპიტანსა და უპირობო ლიდერზე, გიორგი ჩელებაძეზე. 23 წლის უმცროსი "ჩელე" უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და დიდია იმის ალბათობა, XXVI ჩემპიონატის "საუკეთესო დებიუტანტის" ნომინაციაში სწორედ იგი მივიჩნიოთ უპირველეს კანდიდატად!

ერთი შეხედვით, ძალიან ძნელია განსაზღვრო გიორგი ჩელებაძის ზუსტი ამპლუა ამა თუ იმ მატჩში - იმდენად დიდია მისი მოქმედების არეალი მოედანზე. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სწორედ ჩელებაძე იწყებს თავისი გუნდის ყველა შეტევას, ბურთთან განშორებაც არ უჭირს და სტანდარტულებს ხომ სახიფათოზე სახიფათოდ ასრულებს.

ჩელებაძემ ამ ტურშიც გამოიჩინა თავი: გოლი და საგოლე პასი მიითვალა, თუმცა "მეტალურგთან" მატჩში ბევრად უფრო თვალშისაცემი იყო "შუქურას" კაპიტნის გემოვნებიანი თამაში; აი, ისეთი, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელზე იტყვიან - "ბურთი იცის..."

რუსთავში... შუქი მოსულა!
"მეტალურგის" პრობლემები არახალია და მწვრთნელ-ფეხბურთელებიც კვლავ ელოდებიან დაპირებულ ხელფას-პრემიებს, თუმცა გასულ ტურში "უმნიშვნელოვანესი" ამბავი მოხდა: "ფოლადის" სტადიონს ელექტროენერგია მიეწოდებოდა, მატჩზე დამსწრე ერთ-ორ ჟურნალისტს ოქმებიც დაგვირიგეს და თამაში დამთავრდა თუ არა, ხუთ-ათ წუთში ელექტროენერგიაც გამოირთო!

ყველაზე უცნაური კი ამაში ის არის, რომ "ფოლადის" სტადიონს ელექტროენერგია "მეტალურგი"-"შუქურას" მატჩამდე 2 დღით ადრე ჩაურთეს, როცა ამავე სარბიელზე მეორე ლიგის ცენტრალური ზონის ლიდერთა შეხვედრა შედგა: საკმაოდ სოლიდური აუდიტორიის წინაშე რუსთავის "მეტალურგი 2" ცხინვალის "ლიახვს" ხვდებოდა და დაძაბული მატჩი ფრედ, 2:2 დამთავრდა.

სხვა ფაქტები
"ვიტ ჯორჯიის" 20 წლის ფეხბურთელმა რევაზ ჩიტიშვილმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა, ისე, როგორც "შუქურას" 18 წლის ცენტრალურმა მცველმა ზურაბ მალანიამ. ასევე სადებიუტო გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში "ჩიხურას" უკრაინელმა ლეგიონერმა, 21 წლის ევგენი ტროიანოვსკიმ.

აი, რაც შეეხება მის თანაგუნდელს, გიორგი განუგრავას, 27 წლის საყრდენმა თავისი ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა, ისე, როგორც "შუქურას" 26 წლის მარცხენა მცველმა გიორგი გურულმა და "მეტალურგის" 26 წლის ცენტრფორვარდმა რევაზ ბარაბაძემ.

დაბოლოს, ორ ახალგაზრდა ფეხბურთელზეც. თბილისის "დინამოს" 19 წლის მარჯვენა გარემარბმა გიორგი პაპუნაშვილმა პირველი წრე ჩინებულად ჩაატარა და 7 გოლით თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახლდათ, თუმცა მერე ტრავმა მიიღო და თითქმის ოთხი თვე გაუცდა.

და აი, "მერანთან" გასვლით მატჩში საშუალო მანძილიდან ზუსტი დარტყმით ჩემპიონატში მერვე გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირთა დავაშიც ჩაერია.

აი, რაც შეეხება "დილას" მარცხენა გარემარბს, გიორგი ერისთავს, 21 წლის ფეხბურთელს ზედიზედ მეორე ტურია თავისი გუნდისათვის უმნიშვნელოვანესი გოლები გააქვს.

უიღბლონი...
ტურის ცენტრალურ მატჩში (ბათუმის "დინამო"-"სამტრედია") ერთადერთი გოლი გავიდა და ისიც თავის კარში სტუმართა მცველმა ლევან კაკუბავამ გაიტანა. თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს, 24 წლის ლევან კაკუბავას ამ სეზონში მეტოქეთა კარშიც აქვს გატანილი გოლ(ებ)ი.

სულ კი, XXVI ჩემპიონატში, კაკუბავას გარდა, კიდევ შვიდმა ფეხბურთელმა გაიტანა "ავტოგოლი": გიორგი გეთიაშვილმა ("ვიტ ჯორჯია"), კონსტანტინე ხიზანეიშვილმა ("მეტალურგი"), გურამ ადამაძემ ("დილა"), გიორგი ხიდეშელმა ("ზესტაფონი"), ვალერი ბონდარენკომ ("ტორპედო"), თენგიზ ჩიკვილაძემ ("ტორპედო"), გიორგი გველესიანმა ("დინამო" თბ).

ბათუმის "დინამოსა" და "სამტრედიის" უმაყურებლოდ ჩატარებულ მატჩში ავტოგოლიც გავიდა, ფეხბურთელიც გააძევეს მოედნიდან და პენალტიც ვერ გაიტანეს (სტუმრებმა)! "სამტრედიის" მარცხენა გარემარბის, რევაზ გეწაძის გარდა, მიმდინარე სეზონში პენალტები ვერ გამოიყენეს: გიორგი ჩელებაძემ ("შუქურა"), ვახტანგ კვარაცხელიამ, შოთა ლომიამ (ორივე - "ზუგდიდი"), ალექსანდრე გოგობერიშვილმა, ოთარ ხიზანეიშვილმა, გიორგი ცხადაიამ (ყველა - "სიონი"), ირაკლი ძარიამ ("დინამო" თბ), ირაკლი მოდებაძემ, ნიკა კვეკვესკირმა (ორივე - "დილა"), ომარ გოგონაიამ ("კოლხეთი"), გიორგი გეთიაშვილმა, ნიკა მაისურაძემ (ორივე - "ვიტ ჯორჯია"), ამირან მუჯირმა ("დინამო" ბთ).

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIII ტური
11.04. ლანჩხუთი. "ევ. შევარდნაძე"
კოლხეთი-ზესტაფონი 4:0
1:0 შენგელია (39), 2:0 ჟიშკარიანი (62), 3:0 შენგელია (75), 4:0 ამბროლაძე (85)
კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, შენგელია (89. ამბროლაძე), გოგონია, გიგაური, ჯიშკარიანი, კაკულია (80. ბარამიძე), ჯიქია (76. ქორჩილავა).
სათადარიგოები: ძაგანია, გუგუშვილი, ჩადუნელი, სარსანია
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
ზესტაფონი: კუპატაძე, მთივლიშვილი (46. კვირკვია), გაგოშიძე, რობაქიძე, მჭედლიშვილი, ვასაძე, სიხარულია, რაჟამაშვილი (46. ჩიხრაძე), ილურიძე, ჯერემია (59. სამუშია), ბერიძე.
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
სათადარიგოები: ჯალაღონია, გაჩეჩილაძე, ლომაია, ხაბელაშვილი
გაფრთხილება: ჩაკვეტაძე (49)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

11.04. ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-სამტრედია 1:0
1:0 კაკუბავა (33-საკ. კარში)
დინამო: ალავიძე, ქორიძე, მგელაძე, სუხიაშვილი, ტეტუნაშვილი, შონია, ქავთარაძე, გოგიტაძე (66. ვარშანიძე), დიასამიძე, თევდორაძე (74. ჭკუასელი), ბერიაშვილი (87. მუჯირი).
სათადარიგოები: მამინაშვილი, ფარტენაძე, ტატანაშვილი, აბუსელიძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
სამტრედია: მუჯრიშვილი (27. თევდორაძე), ხიზანიშვილი, კაკუბავა, თევზაძე (70. კვირკველია), გორგიაშვილი, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, გურული, ბოლქვაძე (82. შ. კერძევაძე), გეწაძე, იაშვილი.
სათადარიგოები: შარიქაძე, კაპანაძე, თ. შალიკაშვილი, თორ. გრიგალაშვილი
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
გაფრთხილება: გორგიაშვილი (36), დიასამიძე (47), თევზაძე (68)
გაძევება: დიასამიძე (50)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
11.04. ქუთაისი. ცენტრალური
ტორპედო-ზუგდიდი 0:0
ტორპედო: შეყილაძე, ადამაძე, ჭელიძე, მირცხულავა, ქიმაძე, მამასახლისი (85. ჩიკვილაძე), კირკიტაძე, იოსელიანი, გოგუაძე (65. ზივზივაძე), ტუღუში (57. ბაბუნაშვილი), კვერნაძე.
სათადარიგოები: შევჩენკო, მახვილაძე, ქებაძე, კანკია
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
ზუგდიდი: ბობღიაშვილი, პაჭკორია, აკობია, რიგვავა, მაჩაიძე, დ. ქირია (67. კუკავა), კუტალია, შ. ლომია (88. ფარჯიკია), წურწუმია (80. ენდელაძე), გუგუჩია, კობერიძე.
სათადარიგოები: ივარდავა, ახალაია, ც. სამუშია, ბულია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილება: დ. ქირია (27), კვერნაძე (34), იოსელიანი (42), კობერიძე (60)
გაძევება: იოსელიანი (90)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო

11.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ცხინვალი-გურია 3:0
1:0 კაჭარავა (73), 2:0 კაჭარავა (80), 3:0 შინდაგორიძე (86)
ცხინვალი: ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, კილასონია, მახარობლიძე (88. მაისაშვილი), ჯიშკარიანი, ივანიშვილი, თარხნიშვილი, ლეკვთაძე (63. შინდაგორიძე), ცერცვაძე, ქარდავა (68. იმედაშვილი), კაჭარავა.
სათადარიგოები: ნანიევი, მარკოზაშვილი, ბურძენაძე, ბაჩიაშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გურია: გოგუაძე, ცინცაძე, გ. მჭედლიშვილი, ჭეიშვილი, ბენაშვილი, კოშკაძე, შალამბერიძე, მოსიაშვილი (81. მათიაშვილი), გაბრიჩიძე, კილაძე, წილოსანი (81. ისიანი).
სათადარიგოები: იმერლიშვილი, ინგოროყვა, ჭაგანიძე, გოგიაშვილი, ზოზულია
მწვრთნელი: თემურ ლორია
გაფრთხილება: შალამბერიძე (24), კაჭკაჭიშვილი (33), გაბრიჩიძე (83)
არბიტრი: დ. სანოძე

11.04. მცხეთა. "მცხეთა პარკი"
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 1:2
1:0 ჩიტიშვილი (45), 1:1 განუგრავა (58), 2:1 ტროიანოვსკი (89)
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, საბაძე, ჩიტიშვილი, თათხაშვილი, მაისურაძე, დემეტრაშვილი (86. ხვისტანი), დავლაშელიძე (82. კახაბრიშვილი), გახარია, კურდღელაშვილი (72. ღიბრაძე), ლობჯანიძე.
სათადარიგოები: ისერგიშვილი, ბუნტური, კალანდია, მურუსიძე
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
ჩიხურა: ქვილითაია, ლუბჩაკი, ჩიკვაიძე, ჭელიძე, განუგრავა, დობროვოლსკი, კორიფაძე, ტროიანოვსკი (90. კაკაშვილი), ივანიშვილი (81. მანჯგალაძე), მუმლაძე (46. დეკანოიძე), სარდალიშვილი.
სათადარიგოები: ზარქუა, იაკობაშვილი, ოდიკაძე, ბაჯელიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: კორიფაძე (44), გეთიაშვილი (74)
არბიტრი: შ. ქუხილავა

11.04. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-დინამო 1:1
0:1 პაპუნაშვილი (15), 1:1 დ. ციცხვაია (19)
მერანი: ბეგაშვილი, ორბელაძე, ლომაშვილი, მელიავა, გეგეჭკორი, კიკნაველიძე, ფონიავა, ჯღამაია (59. წყაროზია), ფიფია (88. წურწუმია), დ. ციცხვაია (65. ს. ლომია), შულაია.
სათადარიგოები: მამალაძე, ი. ციცხვაია, ქაჯაია, გეგია
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
დინამო: დაუშვილი, თოთაძე, გველესიანი, კაკაბაძე, შერგელაშვილი, პარუნაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (77. ვოლკოვი), ჩირგაძე (59. მანუელი), ჭანტურიშვილი (67. ჯანელიძე).
სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, ჯიღაური, ბუკორაცი, ტაბატაძე
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: ჭანტურიშვილი (45), ფონიავა (60), ლომაშვილი (67)
არბიტრი: ლ. სილაგავა
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

11.04. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-სიონი 1:0
1:0 ერისთავი (73)
დილა: მიგინეიშვილი, სეთურიძე, მარიჩი, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, თექთურმანიძე (56. ახალკაცი), გვალია, გორელიშვილი, ერისთავი (84. რაზმაძე).
სათადარიგოები: სომხიშვილი, სამხარაძე, ხიდეშელი, კურმაშვილი, კვახაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე, მოსემღვდლიშვილი, ჯინჭარაშვილი, მიქაბერიძე (64. ფოფხაძე), სიჭინავა (56. ცხადაია), ლობჟანიძე, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, არაუჟო (55. გოგობერიშვილი), ჭიკაიძე.
სათადარიგოები: მერლანი, ჭანკოტაძე, ოთარიშვილი, უგულავა
მწვრთნელი: ლადო ბურდული
გაფრთხილება: მიქაბერიძე (63), მოსემღვდლიშვილი (75), ბაგაევი (86), ჭიკაიძე (87), ლობჟანიძე (87)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

11.04. რუსთავი. "ფოლადი"
მეტალურგი-შუქურა 1:3
0:1 გ. გურული (45), 0:2 ჩელებაძე (53), 0:3 მალანია (59), 1:3 ბარაბაძე (79)
მეტალურგი: ბედიაშვილი, ნარიმანიძე, კ. ხიზანეიშვილი, ნოზაძე (75. ზ. გელაშვილი), სარიშვილი (70. ბიწკინაშვილი), ბარამიძე, ბერუაშვილი, გ. კილასონია, მიქაუტაძე, ბარაბაძე, ჯოხაძე (55. ციცქიშვილი).
სათადარიგოები: გოცაძე, გ. ჩიკვაიძე, პაქსაშვილი, ნადირაძე.
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
შუქურა: ჯიოევი, გ. გურული (85. მჟავანაძე), ხოჭოლავა, პუკანიჩი, ჩალაძე, თუხარელი (72. ტუღუში), კუხიანიძე, მალანია, ჩელებაძე, ტაკიძე, პაოლო ვიქტორი (89. კოპალიანი).
სათადარიგოები: ხუჭუა, მეტრეველი, ტვილდიანი, თ. კაკალაძე.
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ბერუაშვილი (55)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

ბომბარდირები
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 8
შ. ლომია (ზუგდიდი) 8
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო ( XXIV) ტური
18 აპრილი, შაბათი
სიონი-მერანი
შუქურა-კოლხეთი
ზუგდიდი-დინამო (ბთ)

19 აპრილი, კვირა
ჩიხურა-ცხინვალი
სამტრედია-მეტალურგი
ზესტაფონი-დილა
დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია
გურია-ტორპედო

ლიდერთა დარჩენილი მატჩების კალენდარი
XXIV ტური
ზუგდიდი-დინამო (ბთ)
დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-დილა

XXV ტური
ცხინვალი-დინამო (თბ)
დილა-შუქურა
დინამო (ბთ)-გურია

XXVI ტური
მეტალურგი-დილა
დინამო (თბ)-ტორპედო
ჩიხურა-დინამო (ბთ)

XXVII ტური
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
დილა-კოლხეთი

XXVIII ტური
დინამო (თბ)-ზუგდიდი
სიონი-დინამო (ბთ)
სამტრედია-დილა

XXIX ტური
გურია-დინამო (თბ)
მერანი-დილა
დინამო (ბთ)-ზესტაფონი

XXX ტური
დინამო (თბ)-ჩიხურა
შუქურა-დინამო (ბთ)
დილა-ვიტ ჯორჯია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ilia- "მერანს უნდა მოეგო"-ო, ამბობს ბიჭი. ვერაფერს იტყვის კაცი, მითუმეტეს თუ სტადიონზე არ ყოფილხარ, მარგამ ამ ვიდეოში ნაჩვენები მომენტებიდან გამომდინარე, დინამოს მინიმუმ 5:0-ზე უნდა მოეგო.
zako
17 აპრილი 2015 09:38
0
მერანს უნდა მოეგო დინამოსთან, ყოჩაღ მერანი მაგრად ითამაშეთ, ასე გააგძელე, რაც შეეხება დინამოს ესაა ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდიიი, ორი ხაია, კინაღამ ფეხი ამოიგდო ერთმა და რამდენი გამოუყენებელი მომენტი, ვაიმსაჯების დამსახურებაცაა თორე გამწარებულებს გაუშვებდით დინამოს სახლში
ilia
17 აპრილი 2015 00:26
0
Didi madloba aseti inpormaciistvis.warmatebebi DILAS
zoro
15 აპრილი 2015 02:29
0
მიდი დილა ! ჩემპიონები უნდა გახდეთ !
chicharito
14 აპრილი 2015 22:27
0
რომან უშველე რა დინამოს, ეგ ზბროდი სტაფი მოაცილე. გვიყვარს დინამო.
ilo
14 აპრილი 2015 18:22
0
სირცხვილია, გეგუჩაძე უმუშევარი და გოგიჩაიშვილი დინამოს მწვრტნელი, მაგრა ტეხავს.
lomo
14 აპრილი 2015 18:17
0
გეგუჩაძე კარგი იქნებოდა დინამოში
77
14 აპრილი 2015 18:15
0
წადი გოგიჩ რა ვერ ხვდები რომ დინამოს მწვრთნელობა ზნელია შენტვის? 35 ში გყავდა კარგი გუნდი, წადი სანამ გაგაგდეს.
oto
14 აპრილი 2015 18:12
0
კულისებიდან ისმის რომ დინამო ეზებს ახალ მწვრთნელს/
gaga
14 აპრილი 2015 18:08
0
დინამოს პრობლემა დროა!!!
abahe
14 აპრილი 2015 14:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული