გურამ რუხაძე: ჩვენთან გაფორმებული 700 კონტრაქტიდან 6-თვიანი არცერთი ყოფილა

AutoSharing Option
16 აპრილს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე მნიშვნელოვანი სიახლე დაამტკიცეს: განიხილეს სფფ-ის იურიდიული სამსახურის მიერ უეფას რეკომენდაციით შემუშავებული ფეხბურთელის სტანდარტული კონტრაქტის მინიმალური მოთხოვნები და დაადგინეს - კონტრაქტი მინიმუმ ერთწლიანი იქნება!

"ეს მოთხოვნები შედგენილია ევროკავშირისა და უეფას დანარჩენ ტერიტორიაზე პროფესიული ფეხბურთის სექტორში ფეხბურთელის სტანდარტული კონტრაქტის მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, 2015 წლის 1-ლი ივნისიდან პროფესიონალ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების მინიმალურ ვადად განისაზღვრა ერთი საფეხბურთო სეზონი.

მინიმალური მოთხოვნები თანაბრად ითვალისწინებს როგორც კლუბის, ასევე ფეხბურთელის უფლებებს. ასევე, გადაწყდა, რომ სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილება არ დაარეგისტრირებს ზემოაღნიშნული მოთხოვნების
დარღვევით შედგენილ კონტრაქტებს.

მინიმალური მოთხოვნების შექმნის სამუშაო პროცესში მონაწილეობდა ყველა დაინტერესებული მხარე. ამ სიახლის შესახებ უკვე ეცნობათ კლუბებს და ფეხბურთელთა ასოციაციას საქართველოში", - ვკითხულობთ სფფ-ის პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

რას ფიქრობენ ამ გადაწყვეტილებაზე საფეხბურთო სამყაროში? კომენტარისთვის კერძო და სახელმწიფო კლუბების ხელმძღვანელებსა და გამოცდილ მოთამაშეს დავუკავშირდით. ყველა აღიარებს, რომ ეს სასურველი ნაბიჯია, მაგრამ მათი პოზიციები მაინც განსხვავებული აღმოჩნდა.

კერძო კლუბის, "ვიტ ჯორჯიის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი გურამ რუხაძე აღმასკომის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს:

"დღეს აღმოვაჩინე, რომ უკვე მე-700 კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული. მათგან არც ერთი 6-თვიანი არ ყოფილა, ყველა 3 ან 5-წლიანია. ასე რომ, ეს კანონი ჩემთვის არაფერს ცვლის, რადგან ხანმოკლე კონტრაქტები არასწორად მიმაჩნია.

რაც უნდა ძლიერი იყოს მოთამაშე და გვიჭირდეს, 6-თვიანს კი არა, ერთწლიან ხელშეკრულებასაც არ ვუფორმებთ.

რაც მე ვიცი, ხანმოკლე კონტრაქტი არ იკრძალება, მაგრამ მას მაქსიმალურად ზღუდავს. ანუ სეზონის დასაწყისში მხოლოდ ერთწლიანის გაფორმება იქნება შესაძლებელი, ზამთარში კი - ნახევარწლიანის.

ზოგადად, ამ გადაწყვეტილებით იცვლება ის, რომ შესაძლებელი იქნება უფრო სტაბილური შემადგენლობის ჩამოყალიბება, გუნდი და ფეხბურთელი კი უფრო დაცულნი იქნებიან".

ასევე იხილეთ:
რევაზ ჩელებაძე: მერე ვინ გადაიხდის ამ ერთწლიანი კონტრაქტის ფულს?
გიორგი სომხიშვილი: კარგად ვიცი, რა მძიმეა ითამაშო და არ იცოდე, 6 თვის შემდეგ რა გელის

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
30 ლარიანი ხო ყოფილა?
emre
11:11 18-04-2015
0
ფეხბურთის დიდ მოსიყვარულეს გურამ რუხაძეს გუნდის რებრენდინგს ვურჩევდი, რადგან სახელწოდება საკმაოდ უსახურია. რაკი კლუბი მცხეთაში დასახლდა, ალბათ აჯობებდა ის ამ ქალაქის სახელით გამოდიოდეს. სტადიონის დასახელებიდანაც ერთი ხელის მოსმით გაუქმდა ქართველთა უწინდელი ღვთაების არმაზის სახელიც. სავარაუდოდ, გუნდისთვის ქართული სახელის დარქმევა უკეთეს აურას შექმნიდა, რაც მას გულშემატკივარს გაუჩენდა. გავიხსენოთ "ამერი" ან "თბილისი", რომელთა შინაარსიანი თამაშის საყურებლად ხალხი მიდიოდა სტადიონზე. ახლა კი საშინაო მატჩებში მცხეთაში მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგები დადიან, ისიც ძირითადად დასავლეთიდან, ვიტი კი "ცხინვალის" მსგავსად უმაყურებლო გუნდის სტატუსით სარგებლობს... ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებები რუხაძის გუნდს!
gorgin
10:49 18-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული