უმაღლესი ლიგის XXV ტური: გორის "დილა" ჩემპიონობას უახლოვდება

AutoSharing Option
24 აპრილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXV ტურის ხუთი მატჩი გაიმართა.

თავისი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა გორის "დილამ", რომელმაც შინ ქობულეთის "შუქურას" ანგარიშით 5:2 სძლია.

ანგარიშით 1:4 განადგურდა ჩემპიონობისთვის მებრძოლი თბილისის "დინამო", რომელმაც "ცხინვალთან" "მიხეილ მესხზე" გამართულ მატჩში ანგარიში კი გახსნა, მაგრამ უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა.

უმაღლესი ლიგა. XXV ტური
დილა-შუქურა 5:2
გოლები: 1:0, 4:1 მიხაილ გორელიშვილი (9, 59), 2:0 გიორგი ერისთავი (24), 3:0, 5:2 ირაკლი მოდებაძე (39, 75), 3:1 გიორგი ჩელებაძე (41), 4:2 თორნიკე
თუხარელი (61).

ცხინვალი-დინამო (თბ) 4:1
გოლები: 0:1 მათე ცინცაძე (25), 1:1 გიორგი ივანიშვილი (40), 2:1 ნიკა კაჭარავა (60), 3:1 ბიძინა მახარობლიძე (87), 4:1 რატი ცაწკრიალაშვილი (90).

ვიტ ჯორჯია-სიონი 2:0
გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (30), 2:0 კახა კახაბრიშვილი (45+2).

კოლხეთი-მეტალურგი 3:0
გოლები: 1:0 გურამ გურეშიძე (29), 2:0 ომარ გოგონაია (65), 3:0 მერაბ გიგაური (65).

ზუგდიდი-სამტრედია 1:1
გოლი: 0:1 ლევან კაკუბავა (67), 1:1 ლაშა ღონღაძე (78, პენ).

ტურის ბოლო შეხვედრა კი შაბათს, 25 აპრილს, ქობულეთში გაიმართება, სადაც ბათუმის "დინამო" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გოგიჩაიშვილი მოაცილეთ დინამოს სასცრაფოდ, ეგ არი 6-7 წლის ბავშვების მწვრთნელი.
tato
15:00 26-04-2015
0
დილა გაიხარე და გაგვახარე
gutnia
23:36 25-04-2015
0

სიახლეები პოპულარული