უმაღლესი ლიგის XXV ტური: გორის "დილა" ჩემპიონობას უახლოვდება

AutoSharing Option
24 აპრილს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXV ტურის ხუთი მატჩი გაიმართა.

თავისი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა გორის "დილამ", რომელმაც შინ ქობულეთის "შუქურას" ანგარიშით 5:2 სძლია.

ანგარიშით 1:4 განადგურდა ჩემპიონობისთვის მებრძოლი თბილისის "დინამო", რომელმაც "ცხინვალთან" "მიხეილ მესხზე" გამართულ მატჩში ანგარიში კი გახსნა, მაგრამ უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა.

უმაღლესი ლიგა. XXV ტური
დილა-შუქურა 5:2
გოლები: 1:0, 4:1 მიხაილ გორელიშვილი (9, 59), 2:0 გიორგი ერისთავი (24), 3:0, 5:2 ირაკლი მოდებაძე (39, 75), 3:1 გიორგი ჩელებაძე (41), 4:2 თორნიკე
თუხარელი (61).

ცხინვალი-დინამო (თბ) 4:1
გოლები: 0:1 მათე ცინცაძე (25), 1:1 გიორგი ივანიშვილი (40), 2:1 ნიკა კაჭარავა (60), 3:1 ბიძინა მახარობლიძე (87), 4:1 რატი ცაწკრიალაშვილი (90).

ვიტ ჯორჯია-სიონი 2:0
გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (30), 2:0 კახა კახაბრიშვილი (45+2).

კოლხეთი-მეტალურგი 3:0
გოლები: 1:0 გურამ გურეშიძე (29), 2:0 ომარ გოგონაია (65), 3:0 მერაბ გიგაური (65).

ზუგდიდი-სამტრედია 1:1
გოლი: 0:1 ლევან კაკუბავა (67), 1:1 ლაშა ღონღაძე (78, პენ).

ტურის ბოლო შეხვედრა კი შაბათს, 25 აპრილს, ქობულეთში გაიმართება, სადაც ბათუმის "დინამო" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მიუხედავად იმისა რომ დინამოს გულშემატკივარი ვარ დილას მიმართ სიმპატიებით ვარ განწყობილი, იმიტომ რომ საერთაშორისო ასპარეზზე არასდროს შევურცხვენივართ სხვა ბევრი ქართული გუნდისგან განსხვავებით. წარმატებები დილას! დინამოში კიდევ სამწუხაროდ ეტყობა რომ სრული განუკითხაობაა და ძაღლი პატრონს ვერ ცნობს..
georgiano
02:48 25-04-2015
0
გორის დილამ კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისაკენ მიმავალ გზაზე.მიდით დილა მიაწექით.ჩვენ თქვენი გვჯერავს და გვწამს თქვენი. ამ გუნდით და ამ შემადგენლობით თქვენ-ბიჭებო გახდებით კიდევაც ჩე მ პ ი ო ნ ე ბ ი .გისურვებთ გამარჯვებებს.გაგიმარჯოთ.გივი გაგნიძე
გორელი
09:55 25-04-2015
0

სიახლეები პოპულარული